ბოლნისის მუნიციპალიტეტს ახალი სივრცე შეემატა სადაც საბავშვო და საქალაქო ბიბლიოთეკები განთავსდა, გაუმჯობესდა თანამშრომელთა სამუშაო გარემო, აქ მკითხველებს ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტის შესაბამის გარემოსთან ერთად, წიგნის ფონდის თბილი და მომღიმარი მცველები დახვდებიან.რეაბილიტირებული სივრცეები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა, დავით შერაზადიშვილმა თანამშრომლებს ახალ სივრცეში გადასვლა მიულოცა და წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ჟანრის წიგნები საჩუქრად გადასცა. წლების მანძილზე ბიბლიოთეკები სტანდარტებთან შეუსაბამო გარემოში ფუნქციონირებდა, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით კი ყოფილ საქალაქო რეესტრის შენობას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა და მოხდა სივრცეების ტექნიკურად განახლება.
ბიბლიოთეკებში წიგნის ფონდი ყველა ასაკის მკითვხელზეა გათვლილი, აქ დასაქმებული ოცზე მეტი თანამშრომელი, დიდი მონდომებითა და ხალისით ემსახურება, საბიბლიოთეკო სერვისებით დაინტერესებულ საბავშვო და ზრდასრულ სეგმენტს.