პროექტის ფარგლებში, ბოლნისში ხალხური რეწვის ოსტატებთნ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ბოლნისის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ასათიანი, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი გრიგოლ ზერაგია და სააგენტოს წარმომადგენლები: ნანა ჭეიშვილი და ფლორა ანსიანი ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში მზადდება სპეციალური კატალოგი, რომელშიც თავს მოიყრის ხალხური რეწვის ოსტატების შესახებ ინფორმაცია, მათი ბიოგრაფიული მონაცემები, ნამუშევრები და ფოტომასალა. კატალოგის მიზანია ხელოვანთა საქმიანობის წარმოჩენა, მათი მხარდაჭერა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პროექტის ავტორებს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხალხური რეწვის ოსტატების კატალოგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციაში, ისე იმ ხელოვანთა საქმიანობის წარმოჩენაში, რომლებიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურებიან.








