ბახი, ვივალდი, ბიომი, აზარაშვილი, ცინცაძე – მსოფლიო კლასიკოსებისა და ქართველი კომპოზიტორების გენიალური ნაწარმოებები, ბოლნისის ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მცირე დარბაზში, რუსთავის კამერულმა ორკესტრმა გააცოცხლა. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა შოთა ყაველაშვილმა, რომელიც სამუსიკო სკოლაში ვიოლინოს პედაგოგია, ბოლნისელ მსმენელს დაუვიწყარი მუსიკის საღამო აჩუქა. ერთი საათის მანძილზე, ვოკალურ ინსტრუმენტებზე შესრულებულმა მუსიკამ, საზოგადოება სასიამოვნო ჰანგებით დაატკბო.
„დღევანდელი დღე ნამდვილი დღესასწაულია, ვინაიდან ასეთი სახის ღონისძიებით არ არის ბოლნისი განებივრებული. მადლობა ღვაწლმოსილ მუსიკოსებს, რომლებმაც გვაჩუქეს დაუვიწყარი საღამო. ეს იყო ერთგვარი გაცნობა სამუსიკო სკოლის ვიოლინოს პედაგოგის, ორკესტრის ხელმძღვანელის შოთა ყაველაშვილის შემოქმედების, ბედნიერები ვართ იმით, რომ სწორედ ეს ღვაწლმოსილი მუსიკოსი ცდილობს , რომ ბოლნისში ახალმა ჟანრმა მოიკიდოს ფეხი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სამუსიკო სკოლაში გაიხსნილია ვიოლინოს კლასი, ბატონი შოთა რუსთავიდან დადის და თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს ბოლნისელ მოზარდებს.აუცილებელია მოსწავლეები ეზიარონ მაღალ კულტურასა და ხელოვნებას. დღევანდელ საღამოს ვტოვებ ამაღლებული განწყობით და ემოციებით“. -აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა კობა ჟღენტმა.








