შაბათი, მაისი 4, 2024
spot_img

გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალაში მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალაში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა პარლამენტის წევრს განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისთვის  მადლობა გადაუხადეს და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრნენ.

„ძალიან კარგია ის, რაც აქამდე ჩვენს სოფელში გაკეთდა. გვაქვს ბუნებრივი აირი, გზა, გარე განათება. ეხლა კი სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ ამ ყველაფერს. დღეს კი მთავარი გამოწვევა სარწყავი წყალია. გვიხარია, აქ რომ ხართ და გვაქვს იმედი თქვენი თანადგომის.“ – ამ სიტყვებით მიმართა  სოფელ ჭაპალას მკვიდრმა ქეიგუბატ ნაბიევმა საქართველოს პარლამენტის წევრს.

ადგილობრივები არსებულ გამოწვევებთან ერთად საუბრობენ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა და დადებითად აფასებენ ჩვენი გუნდის საქმიანობას.ეს საკითხი გარდა ჭაპალისა კიდევ ორ სოფელს სამტრედოს და სავანეთს ეხება. ექვს კილომეტრიანი სარწყავი არხი კერძო საკუთრებაშია და იმისათვის, რომ არხმა გამართულად იფუნქციონიროს გარკვეული სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. მოსახლეობასთან და კერძო მესაკუთრესთან ერთად ვიმსჯელეთ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე. დავსახეთ გარკვეული ღონისძიებები რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს. ჩვენ, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს დროულად ვუპასუხოთ.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დავით ჯაფარიძე, ნახიდურის თემის მაჟორიტარი ვუგარ ისაევი, საკრებულოს წევრი ვუსალ აშიროვი, მერის წარმომადგენლები – ნუგზარი რეხვიაშვილი, თალეხ აივაზოვი, წარმომადგენლების სპეციალისტები რახილ ფატულაევი და ხალადინ ბილალოვი.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები