დღეს რუსთავის „ფოლადის“ სპორტდარბაზში, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023“-ის ფარგლებში, გაიმართა ქვემო ქართლის რეგიონული პირველობა ფრენბურთში, გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში, სადაც დაძაბული შეჯიბრის შედეგად პირველი ადგილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა არავის დაუთმო. რეგიონული პირველობისთვის ბოლნისის გუნდმა წალკის, გარდაბნის და რუსთავის გუნდები დაამარცხა.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2015 წლიდან, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანადგომით, სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების მერიების შესაბამისი სამსახურების ხელშეწყობით ტარდება სხვადასხვა სახეობაში და საქართველოში, სასკოლო სპორტის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად .