რეგიონული პირველობა მინი ფეხბურთში  ბოლნისის პირველმა  საჯარო სკოლამ   მოიპოვა

0
249

რუსთავის ცენტრალურ სტადიონზე  „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023“-ის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონული პირველობა გაიმართა მინი ფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის პირველი და ქალაქ რუსთავის  მეოთხე საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეჯიბრის შედეგად  პირველი ადგილი ბოლნისის სკოლამ არავის დაუთმო. 

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2015 წლიდან, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანადგომით, სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების მერიების შესაბამისი სამსახურების ხელშეწყობით ტარდება სხვადასხვა სახეობაში და საქართველოში, სასკოლო სპორტის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა  და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

წინა სტატიაახალი პროექტის პრეზენტაცია ბოლნისში
შემდეგი სტატიაჩემთვის არაფერია იმაზე ფასეული და ღირებული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის მომავალი

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ