ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
spot_img

ნინი რეხვიაშვილის ნამუშევრებში გადმოცემული შინაგანი სამყარო

ფერთა შეხამება, მუქი და მკვეთრი ფერებით გადმოცემული შინაგანი სამყარო, ზოგისთვის რთულად აღსაქმელი აბსტრაქტული ნამუშევარი, რომლითაც ნინი რეხვიაშვილის შინაგანი სამყარო და განწყობაა გადმოცემული.      

  ,,მე ვარ საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. ჩემი ჰობი ხატვა არ ყოფილა, სიმართლე გითხრათ არასდროს მაინტერესებდა, არც გამომდიოდა, თუმცა ყველაფერი ხდება, დღეს უკვე საყვარელ საქმედ იქცა, ცუდ ხასიათზე როცა ვარ, სიმშვიდეს მანიჭებს. ადვილი არ არის, საათებს ვანდომებ სანამ მონახაზს გავაკეთებ და ფერებს შევუხამებ , თუმცა ეს უდიდეს სიამოვნებას მგვრის“.   

                                                                                                                                                                                                                                                                            ნინისთვის ხატვა საყვარელ საქმედ პანდემიის დროს იქცა, მაშინ როცა თავისუფალი დრო მეტი ჰქონდა. გადაწყვიტა ახალი რამ შეესწავლა და ეს ახალი  სწორედ ხატვა  აღმოჩნდა. მასწავლებელთან არასდროს უვლია, თვითნასწავლია. თავიდან უბრალო ფანქრით ფურცელზე მოსინჯა, ახლა კი ტილოზე ხატავს საღებავებით.      

                                                                                                      ,,ჩემი პირველი ნახატი ფურცელზე შესრულებული გოგონას სახე, არაპროპორციული  იყო.  საყვარელი  მიმდევრობაა აბსტრაქცია და ნამუშევრებიც აბსტრაქციულია, ამიტომ არაა მარტივად აღსაქმელი, საყვარელი მხატვარი პიკასოა და თითქოს მის ნახატებში ჩემსას ვხედავ. არასდროს ვაკოპირებ ნამუშევარს, ყოველთვის ჩემი შტრიხები და ფერები შემაქვს, აბსტრაქტულ ნახატებს ფანტაზიის გარეშე ვერ შექმნი, დროის უქონლობის  გამო ბევრი ნახატი არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის ყველა განსაკუთრებულია, ჩემს შემოქმედებაში ბევრი შტრიხია ამოსაცნობი, რასაც ვერ ხვდებიან. გაჩერებას არ ვაპირებ, პირიქით,მინდა გავიზარდო და წინ წავიდე, ვინაიდან ეს არის საქმე, რომელიც ბედნიერებას მანიჭებს. იქნებ ერთ დღესაც პერსონალური გამოფენის მოწყობაც შევძლო, რადგან ვიპოვე საყვარელი საქმე, მინდა ფრთებიც შევასხა.“

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები