5 დეკემბერს, მსოფლიოში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 1985 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა.
ამ დღესთან დაკავშირებულ აქციებში სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ისინი ჩართული არიან საერთაშორისო ინიციატივებში, კონფერენციებში, გამოფენებში და ა.შ.
ადამიანთა უმრავლესობა მოხალისეობის სურვილს ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით იჩენს. სტატისტიკის მიხედვით, გარემოსდაცვით ღონისძიებებში ყოველწლიურად, ყველაზე მეტი მოხალისე იღებს მონაწილეობას.
მოხალისეობა არის შესაძლებლობა, ყველანაირი ანაზღაურების გარეშე, სხვების დასახმარებლად გამოიყენო შენი დრო ადამიანებისთვის შენი დროის მცირედი ნაწილის დათმობასაც კი, შეუძლია მათი ცხოვრების გაუმჯობესება.. ჩვენ ყველას გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები და ტალანტი, მათი გამოყენება მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც შენს დახმარებას ელოდება.სწორედ ასეთ, ენერგიულ და პოზიტიურ ახალგაზრდა გოგოს გაგაცნობთ დაბა კაზრეთიდან, რომელიც დაბა კაზრეთის N1 საჯარომ სკოლის მე-10 ა კლასის მოსწავლეა,ის დაბაში თანამოაზრეებთან ერთად სხვადასხვა სასიკეთო საქმეებს აკეთებს. ელენე ნასყიდაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ ელჩია დაბა კაზრეთში.
მე ვარ ელენე ნასყიდაშვილი 15 წლის. მიყვარს მეგობრებთან ერთად გარეთ სეირნობა , სხვადასხვა თემებზე ლაპარაკი და ბევრი სიცილი. მიყვარს ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა ეს ერთგვარი თერაპიაა,როდესაც მუსიკას ვუსმენ ყველა და ყველაფერი მავიწყდება (ან პირიქით კარგი მოგონებები მახსენდება) მინდა,რომ ყველა სფერო შევისწავლო ახლოდან. თუნდაც მედიცინა,სამართალი, ჟურნალისტიკა,დიზაინერობა… ამ დღეებში დავინტერესდი თიხით და მოკლედ ყველაფერში მინდა რომ, აქტიურად ჩავერთო და ის დარგები რაც მე ძალიან მაინტერესებს შევისწავლო. ჩემი მიმართულება ამჟამად AI სფეროა და ვეცდები,რომ ამ მიმართულებით დავესწრო სხვადასხვა ტრენინგებს და უფრო მეტად ჩემით შევძლო შესწავლა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით ახორციელებს მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტებს ახალგაზრდებისთვის. ერთ-ერთია ,,მოხალისე ელჩები’’ . ელენე საქართველოს მაშტაბით შერჩეულ 25 მოსწავლეს შორისაა რომელებიც უანგაროდ ცდილობენ მათ ირგვლივ არსებული გამოწვევები უკეთესობისკენ შეცვალონ.
როგორ მოხვდი ,,ჰელფინგ ჰენდში’’ და რა გვზა გაიარე
ზოგადად,როდესაც რაიმე პროექტში/ტრენინგში იღებ მონაწილეობას წინ თუ რაღაც გამოცდილება არ გაქვთ ასეთ დიდ საქმეებს ვერ შეეჭიდები.
რთული გზა გავიარე , რომ მიმეღწია ჩემი მიზნისთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რა პროექტებზე/ტრენინგებზეც მიმიწვდებოდა ხელი ყველაფერში აქტიურად ვიყავი ჩართული.
ძალიან ხშირად დავდივარ ბოლნისში. იყო ასეთი პროექტი,,დაამსხვრიე გენდერული სტერეოტიპები’’, ,,მე ვირჩევ თანასწოროსბას’’ ბოლნისის ახალგაზრდული იდეის დაფინანსებული პროექტი ,,სიტყვის თავისუფლება’’ ,,ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა 2023’’. აქტიურად ვიყავი ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა’’ მიერ განხორციელებულ პროექტებში,მაგალითად როგორიცაა ,,მოხალისეობა წარმატებული მომავლისთვის’’ ,,სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცობიერების ამაღლების ხელშეწყობა’’
გავიარე არაფორმარული განათლების კურსი და წარმატებით ვერთვებოდი ყველა დაგეგმილ აქტივობაში.
დიდი ხანია მინდოდა ჰელფინგ ჰენდში მოხვედრა,ამიტომ როგორც კი სააპლიკაციო ფორმა დაიდო,მაშინვე შევავსე. ძალიან დიდი კონკურენცია იყო, საქართველოდან მხოლოდ 25 მოსწავლე უნდა შეერჩიათ, სწორედ ამ 25 მოსწავლეში მოვხვდი. გასაუბრებამ ძალიან კარგად ჩაიარა და მომივიდა პასუხი რომ პროექტიდან ,,მოხალისე ელჩები’’ შემარჩიეს და მიმიწვიეს სურამში, სადაც გავიარეთ ტრენინგები კიბერუსაფრთხოებასთან და მოხალისეობასთან დაკავშირებით. დავიყავით წყვილებში და ერთად დავწერეთ სამომავლო გეგმები, თუ რის განხორციელებას ვაპირებდით ჩვენს დაბაში/ქალაქში. როგორც კი ჩამოვედი კაზრეთში მაშინვე შევქმენი სააპლიკაციო ფორმა მონაწილეების შერჩევისთვის და დავიწყე მუშაობა. ჩამოვაყალიბე კლუბი, სადაც დაახლოებით 15 მოსწავლეა. კლუბის მიზანია ახალგაზრდების პოპულარიზაცია და მოხალისეობრივი საქმიანობების განხორციელება. ასევე ვთანამშრომლობთ ეკოკლუბთან და ახალგაზრდულ სათემოსთან. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი კარგი მოსწავლე, რომლებსაც სურთ, რომ მიიღონ მონაწილეობა და გაიუმჯობესონ ის უნარები, რაც მომავალში მათ აუცილებლად გამოადგებათ. დიდი მადლობა მათ ამისთვის,რომ ასე აქტიურად არიან ჩართულები და აკეთებენ მაქსიმუმს.
რას ნიშნავს შენთვის მოხალისეობა?
მოხალისეობა ძალიან დიდი საქმიანობაა ჩემთვის. 3 წელია ვარ აქტიური მოხალისე და ამ დროის მანძილზე გავიუმჯობესე ის უნარები, რაც მოხალისეს აუცილებლად სჭირდება. მოხალისეობა ბუმერანგივითაა, როდესაც გავცემ სითბოს,სიყვარულს, ენერგიას, ცოდნას, ორი იმდენი მიბრუნდება. როდესაც ვხედავ ადამიანებს, როგორი ბედნიერები არიან ჩვენი გაკეთებული საქმიანობებით, როდესაც ბავშვებს და მოხუცებს უხარიათ ჩვენი მისვლა და მათი ღიმილიან სახეს ვხედავ, ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა. მოხალისეობა რომ არა, ჩვენ ვერ შევძლებთ თანამშრომლობას და სწორედ ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შევცვალოთ ეს სამყარო უკეთესობისკენ.
რა აქტივობებს ანხორციელებთ და რა იდეები გაქვთ მომავალში?
აქტივობები საკმაოდ ფართოა. პირველი ეს არის მოხალისეობაზე და ,,ჰელფინგ ჰენდზე’’ ინფორმაციის გავრცელება. ჩვენ შევარჩიეთ 4 ლოკაცია. ეს არის კაზრეთი, ბოლნისი, მარნეული და დმანისი. ახალგაზრდებს მივაწვდით ინფორმაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ხშირად ვაწყობთ ფილმის ჩვენებებს, ვყიდით ბილეთებს და შემოსული თანხით ვეხმარებით შშმ პირებს.ჩვენს დაბაში არსებული გამწვანებული ადგილები დაბინძურებულია, ამიტომ მოხალისეები ვცდილობთ, რომ ხშირად მოვაწყოთ დასუფთავების აქციები, რათა თავიდან ავირიდოთ დაბინძურებული ჰაერი. ჩავწერეთ ინტერვიუ მასწავლებლებთან, ჩავატარეთ კონკურსები, სამოტივაციის ამაღლების მიზნით ჩავწერეთ ვიდეოები, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდა. ეს არის მინიმუმი, რასაც ვაკეთებთ.
სამომავლო გეგმები..
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება ჰელფინგ-ჰენდს სამომავლო გეგმები ძალიან სახალისო,აქტიური და მრავალფეროვანი გვექნება. 2024 წელს ჩვენ ვაპირებთ, მოხალისეები სხვა კუთხით ჩავრთოთ აქტივობებში. დასკვნით ღონისძიებაზე მინდა მოვიწვიო ჩემი მეწყვილე, ორგანიზატორები და კაზრეთის ახალგაზრდული სათემოს ხელმძღვანელი. გვექნება ფორუმ თეატრი ხოლო დანარჩენს უკვე სიურპრიზად დავტოვებ. გვექნება ონლაინ შეხვედრები, პრეზენტაციები,კონკურსები და ა.შ.