პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

,,მოულოდნელი აღმოჩენა – ბროშურა, რომელიც წარსულს აცოცხლებს“

14 სექტემბერს ფრანკფურტში გაიმართა უნიკალური ბროშურის “ვიურტემბერგიდან კატარინენფელდამდე” პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა ქალაქ ბოლნისის დაარსების ისტორიას და მის მნიშვნელობას, როგორც გერმანული დასახლებების დედაქალაქს კავკასიის რეგიონში.

ბროშურა შექმნილია ორგანიზაცია “ახალგაზრდები ბოლნისისთვის” მიერ და მისი ავტორები არიან ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დონერიანი და ბოლნისის მკვიდრი დემეტრე შაინიძე. ორივე ავტორი, ამჟამად, დროებით ემიგრაციაში იმყოფება – დავითი გერმანიაში, ხოლო დემეტრე იტალიაში.

ბროშურა წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც მოგვითხრობს კატარინენფელდის (დღევანდელი ბოლნისის) დაარსების ისტორიას. მასში მოცემულია ინფორმაცია 118 გერმანელი პიეტისტის შესახებ, რომლებმაც დააფუძნეს ეს დასახლება. ეს გამოცემა არა მხოლოდ ისტორიული ფაქტების კრებულია, არამედ ცოცხალი ხიდია საქართველოსა და გერმანიას შორის, რომელიც აკავშირებს ორი ქვეყნის საერთო წარსულს.

ბროშურის შექმნის იდეა დაიბადა მაშინ, როდესაც დავით დონერიანმა, გერმანიაში ყოფნისას, გადაწყვიტა უფრო ღრმად შეესწავლა კატარინენფელდის ისტორია და ბიბლიოთეკას ეწვია. ჰოი საოცრებავ, აქ დაიწყო ზუსტად არ დავიწყება – აღნიშნულ ბიბლიოთეკაში დამხვდა ზღვა მასალა კატარინენფელდის და მისი დამფუძნებლებისმაცხოვრებლების,  დახვრეტილთა და ა.შ. შესახებ.”

დავითმა აღმოაჩინა, რომ კატარინენფელდის დამფუძნებლები სწორედ იმ რეგიონიდან იყვნენ, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს: აღმოვაჩინე, რომ ეს პიეტისტები, როგორც ეწოდებოდა, ე.წ. დიდი დეპორტაციის დროს გადასახლებულ მიგრანტებს, იყვნენ ზუსტად ვიურემბერგის მიწის მაცხოვრებლები, სადაც იდეაში მე თავად ვიმყოფები.”

ამ აღმოჩენამ დავითს უბიძგა შეექმნა ბროშურა ქართულ და გერმანულ ენებზე. პროცესში მას შეუერთდა Erasmus+ პროგრამით იტალიაში მყოფი ბოლნისელი დემეტრე შაინიძე. მილანში შევხვდით  მე და დემეტრე და არც თუ ისე ხანმოკლე საუბრის შემდეგბოლო დეტალებზე შევჯერდით” – იხსენებს დავითი.

პრეზენტაცია გაიმართა გერმანიაში, ქართულ-გერმანული კულტურისა და განათლების საზოგადოება “გეორგიკა”-სთან არსებულ ქართულ სკოლაში, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ამ ინიციატივის მნიშვნელობას კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებაში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, შეხვედრა შულეს ოჯახთან – ერთადერთ  ოჯახთან, რომელიც კატარინენფელდიდან დაბრუნდა და დღესაც ცხოვრობს ვიურტემბერგის მიწაზე. ვფიქრობთ, ყველაზე კულმინაციური და ისტორიული ნაწილი აღნიშნულისა, არის ზუსტად ეს ნაწილი” – ამბობს დავითი შულეს ოჯახთან შეხვედრის შესახებ.

ეს ინიციატივა  ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს თავიანთი წვლილი შეიტანონ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში. ბროშურა “ვიურტემბერგიდან კატარინენფელდამდე” არა მხოლოდ აცოცხლებს ბოლნისის ისტორიას, არამედ ქმნის ახალ კავშირებს წარსულსა და აწმყოს, საქართველოსა და გერმანიას შორის.

,,ამ ბროშურითა და გერმანიაში დაგეგმილი და ჩატარებული ღონისძიებით, კიდევ ერთხელ გვსურს ორი ქვეყნის ისტორიის დაკავშირება, ჩვენი, როგორც ახალგაზრდა მუშაკების, წვლილის შეტანა ბოლნისის ისტორიის გაცოცხლებასა და პოპულარიზაციაში. აღნიშნული ბროშურის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვით:  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს, იდეის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის;. „ბოლნისის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელს სოსო კოპალეიშვილს, უშუალო ჩართვისა და იდეის მხარდაჭერისთვის, ისტორიული მასალების გადამოწმებაში; დარეჯან ოქრუაშვილს – თანამედროვე ბოლნისის ფოტოების გადაღება/დამუშავება/მოწოდებისათვის; თამარ ხოფერიას – ბოლნისის მერთან და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან კომუნიკაციის დამყარებაში;  გაზეთ „ბოლნისის“ ჟურნალისტებს მასალების მოწოდება-გაშუქებისთვის; ქართულ-გერმანულ კულტურისა და განათლების საზოგადოება „გეორგიკა“-სთან არსებულ ქართულ სკოლას მასპინძლობისთვის და პრეზენტაციის საორგანიზაციო კუთხით დახმარებისთვის; თორნიკე ადამაშვილს – ისტორიული ძველი მასალების, ფოტოების დამუშავება-მოწოდებისთვის; ნიკა ოქროპირიძეს – ორგანიზაციის ლოგოს ავტორსა და ყდის მთავარ დიზაინერს; ცოტნე მეტრეველს – თანამედროვე ბოლნისის ფოტოებისათვის, თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდით დახმარებისა და თანადგომისთვის:’’. პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით, დავით დონერიანი და დემეტრე შაინიძე.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები