ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

“მომავალს ბევრი სახელი აქვს: სუსტებისათვის ის მიუწვდომელია, მშიშრებისათვის ამოუცნობი, მამაცებისათვის კი შანსი.”

ერთ მშვენიერ დღეს, ჰარვარდის უნივერსიტეტმა გამოაცხადა მიღება ერთწლიან კურსებზე International law/Public realtions მიმართულებით. მონდომებულმა და წარმატებულმა ქართველმა სტუდენტმა – ლუკა გელიაშვილმა, გადაწყვიტა ბედი ეცადა. და, აი, შედეგიც ლუკა იმ 10 რჩეულ სტუდენტ შორის არის, რომლებმაც შეძლეს ჰარვარდში სწავლის შესაძლებლობა მოეპოვებინათ. ამავდროულად, ლუკამ მაღალი საგამოცდო ნიშნით, დაფინანსების მოპოვებაც მოახერხა.

მსოფლიოს მასშტაბით 38000 აპლიკანტს შორის არჩეული ლუკას გზა, ჰარვარდის ერთწლიანი პროგრამისკენ,  ნამდვილად გასაოცარია.  ეს წარმატება არა მხოლოდ  მის აკადემიურ უნარებს უსვამს ხაზს, არამედ  მოტივაცას აძლევს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ოცნებობენ აკადემიური და პროფესიული სიმაღლეების დაპყრობაზე.

  • გილოცავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთწლიან პროგრამაზე არჩევას! შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი თავდაპირველი რეაქცია, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენ ხართ ერთერთი იმ 10 სტუდენტიდან, რომლებიც აარჩიეს 38000 აპლიკანტიდან?
  • მოგესალმებით,მადლობას გიხდით ჩემი კიდევ ერთი წარმატების სიხარულის გაზიარებისთვის.რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი შრომაზე და მიზანდასახულობაზეა დამოკიდებული.ამ გამარჯვებით ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტის გაკეთების მოტივაცია და სურვილი მომეცა. ჩემთვის ყველა ახალი გამარჯვება უკავშირდება ძველი სურვილების ასრულებასა და ახალი მიზნების დასახვას. ასეთ დიდ კონკურენციაში გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთო არამარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ხალხისთვის,ქართველებისთვის. ამ გამარჯვებას შევხვდი ისე, როგორც მორიგ სერიოზულ და დიდ წინსვლას შეეფერება, მაგრამ მივხვდი იმასაც, რომ ეს ჩემი კარიერის მხოლოდ დასაწყისია.
  • მსგავსი პრესტიჟული პროგრამების შერჩევის პროცესი ძალიან კონკურენტუნარიანია. შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი განაცხადის ძირითადი ელემენტების შესახებ, რომლითაც, თქვენი აზრით, გამორჩეული ხართ ათასობით განმცხადებელს შორის?
  • მკითხველისთვის ცნობილია, რომ მე ამავე დროს ვარ ევროკავშირის ერთ ერთი პროგრამის მონაწილე. შესაბამისად, ჩემს აქ ყოფნას უშედეგოდ არ ჩაუვლია.ყოველ დღე დაუღალავი შრომა,ახალი, თუნდაც პატარა რამის სწავლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.ყველა აპლიკანტი ღირსეულ კონკურენციას უწევდა ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ ისინიც ერთ დღეს გაივლიან ამ კურსს, რაზეც მე ვისწალი. იმიტომ,  რომ მათ სცადეს. შეიძლება, და დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი აპლიკანტის განცხადება ჩემზე მრავალფეროვანი იყო, მაგრამ კურსის ხელმძღვანელები მთლიან შენს კარიერულ ცხოვრებას უყურებენ და აფასებენ, რომ ზუსტად იმ ადამიანებმა შეძლონ სწავლა, ვისაც ეს კურსი ნამდვილად სჭირდებათ, ხოლო მათ ვინც ვერ მოხვდა, კიდევ ძალიან ბევრჯერ ექნებათ შანსი, გაიარონ ეს კურსი, ან თუნდაც დაამთავრონ ჰარვარდი.
  • როგორია თქვენი მოლოდინი ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთწლიან პროგრამასთან დაკავშირებით? რა კონკრეტულ უნარებს ან ცოდნას იმედოვნებთ, რომ მიიღებთ იქ ყოფნისას?
  • მოლოდინი მაქვს ზუსტად ისეთი, როგორიც ჰარვარდს შეეფერება. მაქსიმალური ცოდნის მიღება,განსხვავებული მიდგომა საკითხებთან,მსოფლიოს წარმატებული ადამიანების გამოცდილების გაზიარებასა და სწავლას. კონკრეტულ ცოდნას,რა თქმა უნდა,კურსის საკითხიდან გამომდინარე ძალიან ბევრს და საინტერესოს ველოდები,თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მათი გადმოსახედიდან არის, რომ მოგცენ ყველაფერი ის, რაც კურსის დამთავრების შემდეგ დაგვეხმარება მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს და მხოლოდ ამით არ გავჩერდეთ
  • სფერო რომელიც არჩეული გაქვთ ( international law/Public relations) სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის გავლენით. როგორ გეგმავთ ამ სფეროში წვლილის შეტანას და მის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებას?
  • იმაში დაგეთანხმებით, რომ საკითხები, რომლებსაც ამ კურსის მეშვეობით გავივლი ძალიან სწრაფად ვითარდება და ყოველ დღე იხვეწება.მე, როდესაც ჩემს მომავალზე ვფიქრობ ამ ფიქრებში ყოველთვის ჩემი სამშობლოა და პირველ როგში საქართველოში ვაპირებ აუცილებლად დაბრუნებას და ჩემი ცოდნის სწორად და პროდუქტიულად გამოყენებას. დანარჩენზე არ მსურს საუბარი,  ყველაფერი სიურპრიზად დავტოვოთ და ყველაფერს აუცილებლად ვნახავთ
  • რას ელით, რა როლს ითამაშებს თქვენი გამოცდილება საერთაშორისო სამართალში და საზოგადოებასთან ურთიერთობაში თქვენს სწავლასა და მომავალ კარიერაში?
  • როგორც აღვნიშნე, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მთლიანად საქართველოსთან და ქართველ ხალხთანაა დაკავშირებული,ამხელ მისიის შესრულება მარტო ძალიან რთულია, მაგრამ მიხარია და ბედნიერი ვარ რომ ჩემს სფეროში ბევრი მოტივირებული,განათლებული და მიზანდასახული ახალგაზრდაა,ესენი არიან  ქართველი მოტივირებული სტუდენტები და არა მარტო ისინი,სამიტებში გაცნობილი ადამიანები და ასევე ჩემი მეგობრები. ამიტომ,  ჩვენ ერთიანი ძალებით დიდ გარდატეხას მოვახდენთ, რაშიც ჩემი ცოდნა და გამოცდილებაც დიდ როლს ითამაშებს.
  • ალბათ, უკვე გაეცანით იმ კურსებსა და სილაბუსებს, რომლებიც ამ ერთი წლის განმავლობაში უნდა გაიაროთ ჰარვარდში, რომლითაც განსაკუთრებით დაინტერესებული ხართ?
  • ჩემი ინტერესი ზოგადად  პროფესიის მიმართ უზარმაზარია.ასევე, ზოგადად ამ კურსის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე არ მომეცემოდა იმის საშუალება გამევლო ის. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იქნება, რომ კონკრეტული პირებისგან მოვისმენ ისტორიებზე მათ შეფასებებს, გავიზიარებ გამოცდილებას, რომელიც მათ ამ სფეროში აქვთ, მომავალზე მათი ვარაუდები მსოფლიო საკითხებთან დაკავშირებით.
  • თქვენი მიღწევები შთამაგონებელია მრავალი დამწყები სტუდენტისთვის, არცისე დიდი ხნის წინ პრესტიჟულ ევროპულ პროგრამაშიც მიიღეთ მონაწილეობა – activeEUROPE. რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც მიისწრაფვის გამოიყენოს ისეთი მნიშვნელოვანი აკადემიური შესაძლებლობები, როგორიც თქვენ გაქვთ?
  • ზოგადად მჯერა, რომ რჩეულები არ არსებობენ კონკრეტული საკითხის მიმართ. ყველაფრის წინაშე ხართ მხოლოდ თქვენ,საკუთარი თავი,მიზნები, შრომა და მოტივაცია.„ცვლილებები არ მოხდება, თუ დახმარებისთვის ვინმე სხვას დაველოდებით, ან ხელსაყრელ მომენტს დავუწყებთ ცდას. მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაველოდოთ. ,,ჩვენ თავად ვიწვევთ იმ ცვლილებებს, რომლებიც გვჭირდება”-  ეს სიტყვები ბარაკ ობამას ეკუთვნის და ვფიქრობ, სწორად და ნათლად აქვს აღწერილი ცვლილებები თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოვრებაში არაფერი ფასეული ადვილად არ მოიპოვება. მეც მაქვს მოტივაცია რომ შევცავლო საქართველოში ბევრი რამ უკეთესობისკენ, ხალხს უკეთესი და ახალი რეალობა შევუქმნა. გამიმართლა, რომ მყავს გვერდზე ადამიანი, რომელიც ჩემს ყველაზე დიდ მოტივაციას წარმოადგენს,მიდგას გვერდში და არ მტოვებს არცერთი წამით. მაშინაც, როცა რაღაც არ გამომდის,მეხმარება ამ ყველაფრის მიღწევაში და უღრმესი მადლობა მას ამისთვის. ადამიანის მხრიდან ასეთი დიდი სიყვარული წარმოუდგენელია არ იყოს მოტივაციის წყარო. მყავს ოჯახი, რომელიც ბავშვობიდან ჩემს განათლებაზე და წარმატებაზე ზრუნავს  და მათ ამისთვის უდიდესი მადლობა . ყველაფერი გააკეთეს, რომ მე დღეს მქონოდა ცოდნა, რომელმაც მსოფლიო ასპარეზზე გამიყვანა. ისინი 20 წლის განმავლობაში სულ გვერდში მედგნენ.მადლობა მათ ამისთვის, ალბათ, ამის ფასს ვერასდროს გადავიხდი.  ყველას ვუსურვებ გვერდში ყავდნენ ადამიანები, როგორიც მე მყავს.  ჩემთან ერთად დგას საქართველოს მოსახლეობა,  რომელსაც აუცილებლად გავუზიარებ თითოეულ იმ დეტალს, რაც მე აქ ვისწავლე. ამიტომ, გყავდეთ და გქონდეთ ცხოვრებაში მოტივაცია!  იპოვეთ ის საქმეში , სიყვარულში ,მომავალში ან სამივეში ერთად. ისევე, როგორც მე.
  • და ბოლოს, რა არის თქვენი გრძელვადიანი კარიერული მიზნები და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი გამოცდილება ჰარვარდში, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ მოგზაურობას?
  • ჩემს მიზნებზე ლაპარაკი არ მიყვარს,  ვინაიდან დიდი და გრანდიოზულია. მირჩევნია საქმემ აჩვენოს ყველაფერი ,რაც  შეეხება ჰარვარდს და კონკრეტულ კურსს,  ვფიქრობ,  უდიდეს როლს ითამაშებს ჩემს მომავალში.  ისე, როგორც ჩემი ყველა მიღწევა.სიმართლე ისაა,  რომ არ ვჩერდები და არაა ეს ჩემი მაქსიმუმი.როგორც ვიქტორ ჰიუგომ თქვა,  “მომავალს ბევრი სახელი აქვს: სუსტებისათვის ის მიუწვდომელია, მშიშრებისათვის ამოუცნობი, მამაცებისათვის კი შანსი.” გვახსოვდეს რომ წარსულზე მეტად მომავალი უნდა გვაინტერესებდეს, რადგან მასში ვაპირებთ ცხოვრებას. მე დაგიბრუნდებით მალე კიდე უფრო დიდი მიღწევებით.

გისურვებთ წარმატებას!

მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები