მოხალისეობა არის შესაძლებლობა, ანაზღაურების გარეშე, სხვების დასახმარებლად გამოიყენო შენი დრო. ადამიანებისთვის შენი დროის მცირედი ნაწილის დათმობასაც კი, შეუძლია მათი ცხოვრების გაუმჯობესება. ყველას გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები და ტალანტი, მათი გამოყენება მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც შენს დახმარებას ელოდება.
ჩვენ მოგიყვებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა ურუმაშვილზე, რომელიც 2022 წელს საუკეთესო მოხალისედ დასახელდა,
როგორც ვიცით, 2022 წლის საუკეთესო მოხალისედ დაგასახელეს, გვიამბე იმ საქმიანობის შესახებ, რამაც წლის საუკეთესო მოხალისედ შენი დასახელება განაპირობა.
2022 წლის თებერვალში პირველად მივიღე მონაწილეობა მოხალისეობრივ პროექტში და გავხდი ,,ჰელფინგ ჰენდის“ ლიდერი რეგონალური ქსელის ფარგლებში. ჩემი გუნდი შედგებოდა 16 მონაწილისგან და მთელი წლის მანძილზე აქტიურად ვახორციელებდით სხვადასხვა აქტივობას. აღნიშნულ საქმიანობას ჰელფინგ ჰენდის საიტზე ვათავსებდით. წლის ბოლოს მეგობრებმა, კოლეგებმა და მასწავლებლებმა წარმადგინეს წლის საუკეთესო მოხალისის ნომინაციაზე, რის შემდეგაც დავსახელდი 2022 წლის საუკეთესო მოხალისედ.
რა არის წარმატების მისაღწევად აუცილებელი?
ჩემი აზრით, მონდემება და მიზანდასახულობა არის ის მთავარი უნარი, რაც საჭიროა წარმატებისთვის.
როგორ უთავსებ ერთმანეთს სხვადასხვა პროექტს?
არის პროექტები რომლებიც ერთმანეთში იკვეთება, ამის მიუხედავად, მაინც რთულია როდესაც ხარ ეკოკლუბის ლიდერი და გიწევს ეკოლოგიურ პრობლემებს ებრძოლო, იარო ფრანკლინის აკადემიაში და ისწავლო პოლიტიკური საგნები, ასევე დაესწრო სხვადასხვა სამიტებსა და ლექციებს, იყო ჰელფინგ ჰენდის მოხალისე, ამასთანვე უკვე წლის საუკთესო მოხალისე და პოპულარიზაცია გაუწიო მოხალისეობას,იყო ბოლნისის ახალგაზრდული იდეის, სათემო საკითხებში აქტიურად ჩართული პირი, kazretipress-ის გენერალური რედაქტორი, სადაც შეხება გაქვს ჟურნალისტიკასთან, ყოველივე ამის შეთავსება რთულია, მაგრამ ვფიქრობ ჩემი მიღწევებიდან გამომდინარე გამომდის, მთავარი მონდომება და მიზანდასახულობაა.
რას ურჩევდი შენს თანატოლებს?
იპოვონ თავიანთი ინტერესის სფერო. თვითონვე ვიპოვოთ ჩვენი თავი იმ სფეროში სადაც კომფორტულად და წარმატებულები ვიქნებით.
რა გამოცდილება შეგძინა პროექტებში ჩართულობამ და რას გაიხსენებდი ამასთან დაკავშირებით?
პროექტებში ჩართულობამ განმივითარა ის უნარები, რაც ლიდერს სჭირდება, ასევე მასწავლა ხალხთან ურთიერთობა. დაახლოებით ერთი წლის წინ იმის მეშინოდა, რომ შევიცვლებოდი და შევიცვლებოდი უარესობისკენ, ერთ-ერთ პროექტში გავიცანი ძალიან კარგი ფსიქოლოგი, რომელმაც მითხრა, თუ შენ არ გინდა, იმად იქცე რადაც არ გინდა, მაშინ შენ ისეთად ვერაფერი გაქცევს. მას შემდეგ ცვლილების აღარ მეშინია, პირიქით ცვლილებებისკენ თამამად მივისწრაფვი.
თუ გაქვს თავისუფალი დრო და რას აკეთებ ამ დროს?
სამწუხაროდ, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ თუ არის ამის საშუალება, ამ დროს ჩემს მეგობრებთან , საყვარელ ადამიანებთან ერთად ვატარებ.
რა არის შენი უახლოესი გეგმები?
ვფიქრობ, წელს მთელ დროს პროექტებს, სამიტებს, ლექციებს და აკადემიებს დავუთმობ. ასევე მინდა, არდადეგებზე პროფესიულ კოლეჯში ელექტრო გაყვანილობისა და IT ინჟინერის კურსების გავლა. ხოლო მე-12 კლასში მთელ დროს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას დავუთმობ. ვფიქრობ, ჩემი მონაწილეობა პროექტებში არც სტუდენტობის დროს დამთავრდება, რადგან, ეს ის ადგილია სადაც პიროვნულად ვიზრდები.