ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
spot_img
HomeTVმევენახეებმა ნიადაგის ბიოკომპოსტით გამდიდრება დაიწყეს

მევენახეებმა ნიადაგის ბიოკომპოსტით გამდიდრება დაიწყეს

სავენახე ნიადაგების გამდიდრების მიზნით, გაერთიანება „ღვინო ბოლნისსა“ და კომპანია „კომპოსტს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოსო ქობულაძის ვენახის  ეკოლოგიურად სუფთა ბიოკომპოსტით გამდიდრება მოხდა. კომპანია „კომპოსტმა“, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ წევრებს,  უფასოდ გადასცა ჭაჭა-კლერტის ბაზაზე ბიოლოგიური ორგანული ნარჩენების კომპოსტი, რომელიც დააბალანსებს  ნიადაგის ნაყოფიერებას და გაამდიდრებს ყურძნის გემოვნურ თვისებებს.

აღსანიშნავია, საპილოტე პროექტის ფარგლებში, კომპანია „კომპოსტის“ კონსულტანტებმა მევენახეებს მიაწოდეს ბიოსასუქზე ზოგადი რეკომენდაციები და ესაუბრნენ განვითარების შემდგომ  ფაზაზე.

დღევანდელი აქტივობა ბოლნისის აგროცენტრის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები