დრიფტი ბოლნისში

0
561

10 აპრილს დილას ბოლნისის შემოსასვლელში უჩვეულო ფუსფუსით ავტომრბოლელებისა და მოტომრბოლელების შეკრება გაიმართა, რომლებმაც ლაშა ახვლედიანის თასის გათამაშებისთვის მზდება დაიწყეს. მისი ხსოვნის პატივის მისაგებად მრბოლელებმა ბოლნისის ქუჩებს რამდენიმე წრე დაარტყეს და ყოფილი ემტეესის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც ჩატარდა ფიგურული სლალომი, ტაიმერზე შეჯიბრში. შეჯიბრი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. მონაწილეობდა 20-ზე მეტი მანქანა რეგიონის მასშტაბით. პროფესიონალი მსაჯების გადაწყვეტილებით პირველი ადგილის მფლობელი გახდა თბილისიდან მამუკა ქვრივიშვილი, მეორე ადგილი ბოლნსელმა ვანო ხელაძემ, მესამე ადგილი კი ქუთაისელმა მონაწილემ ალექსი წურბელაძემ დაიკავა. გამარჯვებულებს შესაბამისი თასები და სიგელები გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან ბოლნისში სისტემატიურად ტარდებოდა საავტომობილო შეჯიბრი ლაშა ახვლედიანის ორგანიზებით, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად დაიღუპა 2021 წლის 9 თებერვალს ავტოავარიაში. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ლაშას თასი საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს და ყოველწლიურად გაიმართება.

წინა სტატიასაქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით
შემდეგი სტატიაპროექტის ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისში