ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ფირუზ რეხვიაშვილის სახელობის განახლებული სტადიონი, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საფეხბურთო კლუბ „სიონის“ დირექტორთან ლევან სილაგაძესთან და ნორჩ ფეხბურთელებთან ერთად გახსნა. პროექტის ფარგლებში მთლიანად შემოიღობა სტადიონი, გადაიხურა ტრიბუნები, შეიცვალა მინდვრის საფარი, კეთილმოეწყო გასახდელები და სველი წერტილები. დამონტაჟდა განათება. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. კულტურისა და დასვენების პარკში არსებული მინი-სტადიონი მზადაა უმასპინძლოს თამაშებს. ბოლნისში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობს მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.