ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
spot_img

მარიამ გიორგაშვილის დეკორატიული, ორიგინალური სანთლები

ხელოვნება ადამიანის განუყოფელი ნაწილია, ხელოვანი  ვერ გახდები თუ ბუნებით, დაბადებიდანვე არ გაგაჩნია ამის ნიჭი. უნდა გიყვარდეს ოცნება, სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ნამდვილ, საღ ხელოვნებას, რომელსაც მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა და შექმნილია ადამიანის მიერ, მას არ გააჩნია დრო, საზღვრები, ენა,  ეროვნება,  სქესი და მხოლოდ ემოციის ჯაჭვით გადაეცემა ერთიდან მეორეს, სწორედ ასეთ, შემოქმედ  გოგონაზე გიამბობთ, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია და „მედიაჰოლდინგი კვირას“ წევრია, მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა მან  სრულიად მოულოდნელად დაიწყო ორიგინალური, ტრენდული სურნელოვანი სანთლების დამზადება, ყალიბებსაც საკუთარი ხელით, მისივე გემოვნებითა და დიზაინით ამზადებს. რამდენიმე თვეა მარიამ გიორგაშვილის გვერდზე, სოციალურ ქსელში, მისივე შექმნილი სანთლების დახვეწილი და მიმზიდველი ფოტოები გამოჩნდა, რასაც მალევე მოჰყვა საზოგადოების დიდი ინტერესი.

-მარიამ გვიამბე შენს შესახებ..

-მე ვარ მარიამ გიორგაშვილი, პროფესიით ჟურნალისტი, მყავს ერთი შვილი,  4 წლის იოანე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ჩემი სამსახური და გადავწყვიტე ჩავბმოდი ამ რთულ ჯაჭვს და გავხდი „მედიაჰოლდინგი კვირას“ წევრი, მას შემდეგ წელიწადი და 4 თვეა ჩემი პროფესიით ვარ დაკავებული,  პირველი კლასიდან ვიცოდი ვინ მინდოდა გამოვსულიყავი. ჩემი პედაგოგები დღემდე მიყვებიან მეორე კლასში როგორ ვუსვამდი კითხვებს ჟურნალისტებზე და ტელევიზიაზე. მაინტერსებდა ყველაფერი ამ მიმართულებით. როდესაც იმ პროფესიით მუშაობ რაც მთელი არსებით გიყვარს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ამიტომ ყველამ უნდა აკეთოს ის საქმე რაც უყვარს.

-მიუხედავად ჟურნალისტის რთული და დატვირთული რეჟიმისა, შენ დაიწყე ხელსაქმე, საიდან გაგიჩნდა იდეა და რატომ დეკორატიული სანთლები?

-ბავშვობიდან მიყვარდა რაღაცეების კეთება, ხან ნაძვის ხის სათამაშოებს ვაკეთებდი ხან ჩანთებს. ყოველთვის მიყვარდა ჩხირკედელაობა, თუმცა ასეთი მასშტაბური და ხანგრძლივი არცერთი საქმე არ ყოფილა, მოგეხსენებათ როგორი დატვირთული და სტრესულია ჩემი თითოეული დღე. მიუხედავად  რთული რეჟიმისა, ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად მომივიდა აზრად,  სახლისთვის შემეძინა დეკორატიული სანთლები, რადგან ამ ბოლო დროს ძალიან ტრენდული გახდა, როცა ამ ყველაფერზე ინფორმაციის მოძიება დავიწყე და რამდენიმე ფოტო გამოვაქვეყნე სოციალუირ ქსელში, იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ გადავწყვიტე თავად შემექმნა სანთლის ფორმები და გამეკეთებინა სურნელოვანი სანთლები. ეს ხელსაქმე ჩემთვის კომფორტის ზონაა. იმდენად მსიამოვნებს ამ ყველაფრის კეთება, რომ განტვირთვის საათი დავარქვი იმ დროს, როდესაც ჩემს სურნელოვან სანთლებს ვამზადებ. ფასიც ისეთი აქვს რომ  მსურველმა ადვილად შეძლოს შეძენა.

-რა მეთოდით მზადდება, შრომატევადია?

-საკმაოდ შრომატევადია, ვხმარობ პარაფინს და თაფლის სანთელს,  მეხმარება მამა, ერთად ვამზადებთ ყალიბებს, რომ უფრო განსხვავებული და ორიგინალური სანთლები მქონდეს. მაქვს რამდენიმე სურნელი და უამრავი ფერი. მომხმარებელს საკუთარი გემოვნებით ვუმზადებ ყველა ფიგურას. დეკორატიული სანთლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჰქონდეს ნელი წვა, სწორედ ამისთვის, ვიყენებ ნივთიერებას, რომელიც მაქსიმალურად გაახანგრძლივებს წვის პროცესს. როგორც ვიცი ამ ნივთიერებას მხოლოდ საქართველოში ვიყენებთ და ესეც დიდი პლიუსია ჩემი ბრენდისთვის.

-რა უპირატესობით გამოირჩევა შენი სანთლები?

-ჩემი სანთლები პირველ რიგში  ფორმებით გამოირჩევა, რადგან თავად ვამზადებთ ყალიბებს, აქვს ასევე დაბალი ფასები, მინდა ბოლომდე  შევინარჩუნო ისეთი ფასები, რომ ყველას შეეძლოს შეძენა.

-როგორც ვიცი საზოგადოების დაინტერესება ძალიან მაღალია.

-საზოგადოების დაინტერესება, იმდენად მაღალია, რომ მე თვითონ გაოგნებული ვარ. ერთ კვირაში სოციალური ქსელში ძალიან ბევრი გამომწერი მყავს და საკმაოდ ბევრი შეკვეთა. ამ ბოლო პერიოდში მოდური გახდა დეკორატიული ნივთები, ფოტოებშიც ძალიან ლამაზად ჩანს და მე ვფიქრობ სწორედ ამიტომ წამოვიდა ახალგაზრდებიდან ამხელა ინტერესი.

-სამომავლო გეგმები თუ უკავშირდება ხელსაქმის გაფართოებას?

-პროფესიიდან გამომდინარე, თუ დრო მექნება,  თუ მომხმარებელი კმაყოფილი იქნება ჩემი ნამუშევრებით და მატერიალური მხარეც მომცემს ამის საშუალებას, აუცილებლად გავფართოვდები. ამ ეტაპზე ემიგრანტებისგანაც დიდია  დაინტერესება, ძალიან მოსწონთ, საბერძნეთში ორჯერ გავაგზავნე, რაც მე  მაბედნიერებს. ვფიქრობ ახლო მომავალში უცხოურ ბაზარზე გავიდე. ამ ეტაპზე ვეძებ ისეთ ადამიანს ვინც ამ ყველაფერში გამარკვევს და დამაკვალიანებს.

 -მადლობა საინტერესო საუბრისთვის, გისურვებ წარმატებებს!

მაგდა დევნოზაშვილი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები