გრანპრით ხელდამშვენებული და უსაზღვრო ემოციით გახარებული დაუბრუნდა ბოლნისს კონკურს- ფესტივალიდან ,,თამარიონი.’’ პირველივე საფესტივალო წელს ,,ქართულის’’ მთავარი ჯილდოს მფლობელი ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „თამარიონი“ გახდა. ფესტივალზე 24 ანსამბლის, 1500-მდე მოცეკვავე მონაწილეობდა. კომპეტენტური ჟიურის შეფასებით 25 აპრილს, გალა-კონცერტზე, ათ სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილ საუკეთესო მონაწილეს შორის გარდამავალი გრანპრით ,,თამარიონი’’ დაჯილდოვდა. აღსანიშნავია,რომ ანსამბლი 2004 წელს დაარსდა და არაერთი ჯილდოს და გრანპრის მფლობელია.