კვირა, მაისი 12, 2024
spot_img

დავით შერაზადიშვილმა თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან ერთად, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მერმა სტუმრებს ბოლნისის ისტორია გააცნო და ადგილობრივი სერვისებისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით, მუნიციპალიტეტის გამოცდილება გაუზიარა.

დელეგაციის წევრებმა მერს გულითადი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ბოლნისის მუზეუმი, წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის მამათა მონასტერი, ქალაქის ისტორიული უბანი და ქართულ-გერმანული ღვინის სახლი მოინახულეს, სადაც ადგილობრივი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.

საქართველოში თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციის სასწავლო ვიზიტი USAID-ის პროგრამის „მმართველობის მხარდაჭერა თურქმენეთში“ ფარგლებში ხორციელდება.

 

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები