გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ კინო მოზაიკის ვორქშოფზე ბოლნისში!
ვორქშოფის ორგანიზატორები არიან კოპენჰაგენის არქიტექტურის კინოფესტივალი, თბილისის არქიტექტურის ბიენალე და ნუში ფილმი.
მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ ბოლნისში საზოგადოებრივ სივრცეში ინკლუზიურობის და დისკრიმინაციის საკითხების არქიტექტურული გადაწყვეტები და ამ თემების გარშემო შექმნან მოკლემეტრაჟიანი ფილმები (მაქს. 3 წთ).
მონაწილეები 5 დღის განმავლობაში დაესწრებიან არქიტექტურასთან, ურბანულ საკითხებთან და საზოგადოებრივ სივრცეებთან დაკავშირებულ ლექციებს. ამავდროულად, მათ საშუალება მიეცემათ შეისწავლონ ფილმის გადაღების პროცესის პრაქტიკული ნაწილი (Learning-by-doing) კინო სფეროში აქტიურად მომუშავე პროფესიონალების დახმარებით. ვორქშოფის შედეგად მონაწილეები მიიღებენ კონკრეტულ ცოდნას გადაღებების დაგეგმვიდან დაწყებული, ფილმის შექმნის პროცესის და მონტაჟის ჩათვლით.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
კურსი ღიაა ამ რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი მსურველისთვის, რომელიც დაინტერესებულია არქიტექტურის და კინოს გადაკვეთით, ასევე სტუდენტებისვის და ამ სფეროებში მომუშავე პროფესიონალებისთვის. ვორქშოფი წარმოადგენს უსაფრთხო გარემოს ყველასთვის განურჩევლად წარმომავლობის, სქესის და ორიენტაციისა. პროგრამა მხარს უჭერს მონაწილეებს შორის ურთიერთთანამშრომლობას და დიალოგს.
ვორქშოფის თარიღები: 2022 წლის 18-22 ივლისი
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 2022 წლის 7 ივლისი
აპლიკაცია იხილეთ ბმულზე : https://forms.gle/xzmLVEwc8Wkvu1qK9