„მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის“ პროექტის – „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ფარგლებში, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ფერიდე ტვილდიანმა და ბექა წაქაძემ დაბა კაზრეთში ქალებთან და ახალგაზრდებთან, თემატური საჯარო შეხვედრა გამართეს. მათ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს მუნიციპალიტეტის გენდერული და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა ისაუბრეს განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, რაც მიმართულია ქალთა გაძლიერებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობისკენ.
შეხვედრის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება, ამომრჩევლსა და საკრებულოს წევრებს შორის ეფექტური, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო ურთიერთთანამშრომლობა.