ბოლნისის მუნიციპალიტეტის საქართველოს საპატრიარქოს იოანე ბოლნელის სასულიერო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ირინა მიქავა, დღეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიურ კონფერენცია-გამოფენაზე ქვემო ქართლის რეგიონში წლის წარმატებულ სამოქალაქო განათლების მასწავლებელად დასახელდა.
ის თბილისიდან კვირაში ორჯერ ბოლნისში იმ მიზნთ ჩადის, რომ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები ახალგაზრდებს გაუზიაროს ,ერთი წლის განმავლობაში მან 75-მდე სხვადასხვა სახის აქტივობა და პროექტი განახორციელა.
,,ერთი წლის უკან ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში დავაფუძნე სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ცვლილებების პიკი/Peak of changes” როგორც სამოქალაქო განათლების მოწვეულმა მასწავლებელმა. დაფუძნების დღიდან ვემსახურებუთ საერთო ღირებულებებს და იდეას, ვიყოთ ცვლილება,როგორც სკოლაში,ასევე თემში არაფორმალური აქტივობების გზით. 75-მდე შეხვედრა,აქტივობა ამბობს იმას რაც ჩვენ შევძელით. წარმატებით განვახორციელეთ პროექტები ადამიანის უფლებების ,სამოქალაქო აქტივიზმის, მოხალისეობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ბავშვთა უფლებების, ტოლერანტობის, თანასწორობის,ევროკავშირისა და ნატოს შესახებ. დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტი ,,დიპლომატიის სკოლა 2023″ და ჩავატარეთ შეხვედრა სამი ქვეყნის ელჩთან, ასევე ველოდებით იტალიის,ნიდერლანდების,ბრაზილიისა და ბულგარეთის ელჩებს. ყველა პროექტი დაფუძნებულია ახალაგზრდების მონაიწლეობაზე, სადაც ისინი ქმნიან შესაძლებლობებს საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის, ვმუშაობთ ახალგაზრდებთან ერთად, ახალგაზრდების მიერ და ახალგაზრდებისთვის. ამას ემსახურება სწორედ ევროკავშირის პროგრამის EU4Youth მხარდაჭერილი ბოლნისის ახალგაზრდული სივრცის შექმნა,ადგილობრივი და საერთაშორისო დონორებით მხარდაჭერილი ახალგაზრდული პროექტები.მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მხარდამჭერს,სკოლის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის და ერთმანეთის გაძლიერებისთვის’’-აღნიშნა ირინა მიქავამ
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენა იმართება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
ღონისძიების მსვლელობისას გამოვლინდნენ წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, წლის წარმატებული პედაგოგები და სასკოლო სამოქალაქო კლუბების საუკეთესო მეურვეები.
გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.