უხვი ნალექის შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებში გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. ბოლნისის მერიამ, ტექნიკის მობილიზების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა კერძო კომპანიებთან, ამ ეტაპზე შემოყვანილია ორი ერთეული სპეც-ტექნიკა, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოყოფილ ტექნიკასთან ერთად, გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს სოფელ დარბაზში, წიფორში, ხახალაჯვარსა და ფოლადაურში. მძიმე ტექნიკამ თოვლისგან უკვე გაწმინდა ტანძიის, ხატისოფლის, მუშევანის, დისველის, ქვემო ბოლნისისა და სოფელ ბოლნისის მიმართულებით არსებული გზები. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სადაც გადაადგილება გაძნელებულია, ყველა ლოკაციაზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. სპეც-ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს, საჭიროებისამებრ, ინტენსიურად განახორციელებს.
პოპულარული სიახლეები
ბოლნისელი თათია მინდიაშვილი აგრო ოლიმპიადის გამარჯვებულია
22 ნოემბერს, რიგით მესამე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023, საზეიმო ვითარებაში დასრულდა, სადაც ქვეყნის მასშტაბით, 870 კონკურსანტი მონაწილეობდა. რამდენიმე ეტაპიანი ტესტირების შედეგად, ოთხ კატეგორიაში, (სპეციალისტი,...