დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან და ადგილობრივ თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციასთან ერთად ახორციელებს. შეხვედრა მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმა გახსნა რის შემდეგაც სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა ლელა კვირიკაშვილმა დეტალურად მიმოიხილა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებათა კვლევის ანალიზი.
აღნიშნული პროექტის ამოქმედებისთანავე ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეიქმნა სოციალური პოლიტიკისა და მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით, მოწყვლადი სამიზნე კატეგორიების საჭიროებათა კვლევის სამუშაო ჯგუფი, სადაც გამოვლინდა 5 სამიზნე კატეგორია. გამოვლენილი საჭიროებები დაეფუძნება სოციალური პროგრამების დაგეგმვას 2024 წლის სოციალურ პროგრამებში.
საჯარო განხილვას არასამთავრობო და სამთავრობო სექტორი, დონორი ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტის სამსახურების წარმომადგენლები, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წევრი და ჩეხი ექსპერტი სოციალურ საკითხებში, ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, ჩატარებული სამუშაოების პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომელიც სამიზნე ჯგუფებთან მუშაობის ამსახველი ვიდეო ჩვენებით დასრულდა.