[:en]

დღეს, საბავშვო ბაღებში სწავლა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით დაიწყო. დმანისის მუნიციპალიტეტის №1 საბავშვო ბაღმა სააღმზრდელო პროცესი სრულად რეაბილიტირებულ შენობაში განაახლა, რომელიც ევროსტანდარტების შესაბამისად გარემონტდა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, მოეწყო სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები, სამზარეულო და სველი წერტილები. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, ახლად რეაბილიტირებული ბაღი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, დაათვალიერა.

[:]