შაბათი, მაისი 25, 2024
spot_img

დედამიწის დღეს ბოლნისიც შეუერთდა

22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. გარემოს დაცვის კამპანიის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად აქტიურადაა ჩართული. დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია გაიმართა სოფელ ხიდისყურის, მდინარე მაშავერას მიმდებარე ტერიტორიაზე. დასუფთავების აქციას მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსთან პაპუნა მუშკუდიანთან ერთად შეუერთდა. დღევანდელ აქტივობაში, მერიის თანამშრომლებთან ერთად, №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა. დედამიწის დღე, მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 193 ქვეყანაში 1970 წლიდან აღინიშნება. საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები