კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

,,დავეხმაროთ ერთმანეთს ეს დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია”!

[:en]

,,დავეხმაროთ ერთმანეთს ეს დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია”-ამ იდეით დედა -შვილმა მარინა გორშკოვამ და ბელა უგრეხელიძემ სოციალური ქსელით, საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდეს, იდეა ახალი კორონავირუსისგან დასაცავად სახლის პირობებში პირბადეების, ხელთათმანების და ანტიბაქტერიული ხსნარის დამზადებას გულისხმობს.  თანამოაზრეები მალევე გამოეხმაურნენ და ერთობლივად სხვადასხვა ჰიგიენური საშვალებები დაამზადეს. მოხალისეებმა მათ მიერ დამზადებული დამცავი ნივთები ქალაქ ბოლნისის ქუჩებში მოქალაქეებს დაურიგეს, მოხუცთა სახლის ბენეფიციარებიც მოინახულეს და ინფორმაცია მიაწოდეს. მოხალისე დედა_შვილი დაინტერესებული ადამიანებისთვის ოლაინ გაკვეთილებსაც ატარებს, თუ როგორ შეიძლება სახლის პირობებში სადეზინფექციო ხსნარის დამზადება.

,,ვინაიდან არის პირბადის და ანტიბაქტერიული სითხის დეფიციტი , ჩვენ დავამზადეთ ისინი და მოქალაქეებს დავურიგეთ, ნივთები მოხუცთა თავშესაფარში მომუშავე პერსონალსაც გადავეცით,ვთვლი რომ ადამიანებზე ზრუნვა ყველას ვალია“.აღნიშნა ბელა უგრეხეკიძემ

[:]
მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები