[:en],,გერმანელები საქართველოში“-აღნიშნულ თემაზე ბოლნისში საჯარო ლექცია მოეწყო[:]

0
77
[:en]

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში  მცხოვრები  ახალგაზრდებისთვის, ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაცნობის მიზნით, ბოლნისის  მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „გერმანელები საქართველოში“.  ლექციას უძღვებოდა ისტორიკოსი ლევან ჟვანია, რომელმაც  საინტერესოდ  მიმოიხილა იოჰან ვოლფგანგ გოეთე და მისი ეპოქალური ნაწარმოები – ფაუსტი; ქართლ – კახეთის მეფის ერეკლე მეორის და გერმანელების ურთიერთობა; ქვემო ქართლის რეგიონში გერმანელების ჩამოსვლა და ცხოვრება; გერმანიის იმპერატორი ვილჰემ მეორე და ქართველები; გარდა ამისა, ახალგაზრდები გაეცნენ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არსებულ გოეთეს ინსტიტუტის სივრცეს.

აღნიშნული პროექტი   გოეთეს  ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, გარდაბნისა და რუსთავის მოსწავლე – ახალგაზრდებისთვის, მსგავსი სახის საგანმანათლებლო ლექციების ჩატარებას გულისხმობს.

[:]
წინა სტატია[:en]„7X7 ფეხბურთის ასოციაციის“ ორგანიზებით დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო[:]
შემდეგი სტატია[:en]ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის ვიზიტი ბოლნისში[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ