ჯანდაცვის სამინისტრო სპინალურ – კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ ყველა პაციენტს ძვირადღირებულ პრეპარატს უსასყიდლოდ გადასცემს

0
147

ბენეფიციარების უმეტესობისთვის, დაავადების მედიკამენტური მკურნალობა მაღალი ფასის გამო, მიუწვდომელი იყო. სპინალურ – კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონის ღირებულება 7485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს.

მედიკამენტის გამოყენება ხელს უწყობს სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას.

პაციენტთა საჭიროებების გათვალისწინებით, სახელმწიფომ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო – „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შედეგად ყველა პაციენტი, სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატს უფასოდ მიიღებს.

მედიკამენტის გაცემის პროცედურა მარტივია – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ბენეფიციარის წარმომადგენელი, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, აფთიაქში წამალს უფასოდ იღებს.აღნიშნული ცვლილება მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელდა.

წინა სტატია„ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი“ – ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი გუნდის კაპიტანი
შემდეგი სტატიასოფელ ნახიდურის საჯარო სკოლას საჩუქრად მუსიკალური საკრავები გადაეცა