განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი 17 იანვარს

0
283

“ჯერჯერობით სასწავლო პროცესის დაწყების გადავადებაზე რეკომენდაცია არ არის”, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ დღეს გამართული მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჯერჯერობით, რეკომენდაციას, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იძლევა, ანუ ყველაფერი განხორციელდება ისევე, როგორც ეს დაგეგმილი იყო. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება”, – განმარტა თამარ გაბუნიამ.

წინა სტატიაკარანტინში დაწყებული ხელსაქმე
შემდეგი სტატიაქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ყოველი კვირის ოთხშაბათი მოქალაქეთა მიღების დღე იქნება