ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
spot_img

საქართველოში პირველად ადგილწარმოშობის ფესტივალს ბოლნისმა უმასპინძლა

„ბოლნისი ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ – ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც ისტორიულ უბანში, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, ადგილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი საუკეთესო ღვინის მწარმოებელი მეღვინეები, თავს იწონებდნენ ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების და სომელიე-ბაიერების წინაშე.

17 ივნისს, ძველ გერმანულ უბანში მოსულ საზოგადოებას თეთრი, შავი, ნახევრად მშრალი, მშრალი, ტკბილი და სხვადასხვა გემოვნური და არომატების მქონე მცირე საოჯახო და დიდი მარნების მიერ წარმოებული ღვინოების დაგემოვნება შეეძლოთ.

ფესტივალზე  საზეიმოდ გაიხსნა ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც ბოლნისური ღვინოების სადეგუსტაციო სივრცე იქნება. საუკუნოვანი შენობა იმანუილ ვალკერის, კატერინენფელდისა და ელიზაბეტ თალის პედაგოგსა და მწერალს ეკუთვნოდა. მისი რესტავრაცია ავთენტური სახით „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ ჩართულობით და კომპანია „არემჯი“-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები