7.8 C
Bolnisi
სამშაბათი, მარტი 19, 2024
spot_img
Homeპოლიტიკაქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ყოველი კვირის ოთხშაბათი მოქალაქეთა მიღების დღე იქნება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ყოველი კვირის ოთხშაბათი მოქალაქეთა მიღების დღე იქნება


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციაში, ოთხშაბათი, მოქალაქეთა მიღების დღედ ოფიციალურად გამოცხადდა – გიორგი დოხტურიშვილი მოსახლეობას, დღის განმავლობაში პირადად შეხვდება.
,,ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ხალხზე ზრუნვა და მათ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირებაა – სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მათთან უშუალო და ინტენსიური კომუნიკაცია. მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების დროული იდენტიფიკაცია და მათი გადაჭრის გზების მოძიება ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება.“ – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგიონის მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება – მერები ადგილობრივების საჭიროებებს პირადად მოისმენენ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია:
საკონტაქტო პირი – რუსკა გონჯილაშვილი 📞 593 76 20 56
ელექტრონული ფოსტა: g.dokhturishvili@kvemokartli.gov.ge

RELATED ARTICLES

Most Popular

Recent Comments