პარასკევი, თებერვალი 7, 2025
spot_img
Homeრუბრიკებიგაიცანით ახალგაზრდა პედაგოგი თბილისიდან ლაურა მარიტა გოტიაშვილი

გაიცანით ახალგაზრდა პედაგოგი თბილისიდან ლაურა მარიტა გოტიაშვილი

პედაგოგის შრომა ფასდაუდებელია, განუსაზღვრელია მისი ღვაწლი და ამაგი, იგი ორიენტირებულია ქვეყნის მომავალზე, სურს მოსწავლეს მისცეს ნებისმიერი მეთოდით, სრულფასოვანი განათლება და  სასკოლო პროცესი მრავაფეროვანი გახადოს, რათა წარმატებით ფოკუსირდეს უკეთესი მომავლისთვის. ჩვენს რუბრიკაში გაიცნობთ ახალგაზრდა პედაგოგს თბილისიდან, ლაურა მარიტა გოტიაშვილს, რომელმაც გადაწყვიტა დაეტოვებინა ქალაქური ცხოვრება და სოფლის სკოლაში ბავშვებისთვის თავისი ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინა.

პროგრამის ფარგლებში, „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ 21 წლის ახალგაზრდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანში გადმოვიდა, პირველად იყო სირთულეები, გაუჭირდა ადაპტირება უცხო გარემოში, იყო ენის პრობლემაც, თუმცა ლაურამ მალევე ისწავლა საბაზისო ფრაზები აზერბაიჯანულად, რათა კომუნიკაცია არ გასჭირვებოდა.

ლაურა ქვემო არქევანში 7 წელი ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლიდა, ჰქონდა თბილი და მეგობრული დამოკიდებულება სოფლელებთან, დაძაბულობა და შიში, უცხო სოფელში, მოსწავლეების და მშობლების კარგმა განწყობამ მალევე მოუხსნა.

ქართული ენის გარდა, ახალგაზრდა პედაგოგმა, სოფლის სკოლაში, ნიდერლანდების საელჩოს დაფინანსებით, „სკოლის სტამბა“ ჩამოაყალიბა, ასევე მათი მხარდაჭერით შეიძინა ყველა საჭირო მასალა, რითაც მოსწავლეები  ხელნაკეთ ნივთებს ამზადებდნენ. სოფლის პედაგოგი, იქ ცხოვრების პერიოდში,  ტკივილით იხსენებს გოგონათა ნაადრევ ქორწინებას, თუმცა მისმა გავლენამ და ბრძოლამ, თავისი შედეგი გამოიღო და დღეს, მისი ყოფილი მოსწავლეები სწავლას სხვადასხვა სასწავლებლებში აგრძელებენ და იბრძვიან საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის.

2019 წელს ლაურა მარიტა გოტიაშვილი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლის საუკეთესო ათეულის წევრად დაასახელეს. ასევე, ქვემო არქევანში მოსწავლეებთან ერთად, მის მიერ გამართული ლექცია,  ევროკავშირის შესახებ,  საუკეთესოთა ნუსხაში შევიდა.

ლაურა ამჟამად ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისში აგრძელებს მოღვაწეობას, დასახურად განწირულ სკოლაში დღეს მისი ძალისხმევით ირეკება ზარი.

მარინა გავაშელი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები