ია მენაბდე, რომლის პროფესიული გზა ადამიანისადმი სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და თავდადებით არის გავლილი. მან თავისი ცხოვრების ოთხი ათეული წელი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას, პროფესიული საქმის ერთგულ მსახურებასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამედიცინო სფეროს განვითარებას მიუძღვნა. სწორედ მისი მრავალწლიანი და თავდაუზოგავი შრომის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამედიცინო სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ლალი თანდარაშვილი, მისი პედაგოგიური მოღვაწეობა 58 წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე მან არაერთი მოსწავლე აზიარა მუსიკალურ ხელოვნებას. მისი ბიოგრაფია მოიცავს მრავალწლიან პროფესიულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას, საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მუსიკალური განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებულ წვლილს, ახალგაზრდა თაობის ჭეშმარიტი მუსიკალური ტრადიციებით აღზრდას და მუნიციპალიტეტის სახელით სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში, კონკურსსა და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას. ლალი თანდარაშვილს 2012 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, სახელოვნებო განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭა.

ლაურა დურგლიშვილი, იგი 35 წელზე მეტია ხელმძღვანელობს ანსამბლს, ქმნის სივრცეს, სადაც ბავშვებსა და ახალგაზრდებს მუსიკალური განათლების მიღებასთან ერთად საკუთარი ნიჭის რეალიზების და საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ. აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, უკვე მრავალი წელია, რაც ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ანსამბლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურიდაა ჩართული და მუნიციპალიტეტის სახელით სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასა და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობს.

ნონა სტეფანია, მან თავისი პროფესიული ცხოვრების ნახევარ საუკუნეზე მეტი ბოლნისის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ადამიანებზე ზრუნვას მიუძღვნა. 1978 წლიდან, იგი ბოლნისის სამედიცინო სფეროში საქმიანობს-თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ექიმად, 1983 წლიდან კი ექიმ-ნევროლოგად. ოთხ ათეულ წელზე მეტია, მისი პროფესიული გამოცდილება და ცოდნა ბოლნისის მოსახლეობის ჯანმრთელობას ემსახურება. მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის იგი არაერთხელ დაჯილდოვდა, მათ შორის 2012 წელს-ღირსების ორდერით.

ზურა ჯაფარიძე, მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი სპორტს, საზოგადოებრივ საქმიანობასა და მშობლიური ბოლნისის სამსახურს უკავშირდება. იგი წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის 1998-2004 წლებში ხელმძღვანელობდა ბოლნისის რაიონს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, განხორციელდა მოხუცთა სახლის შექმნის იდეა, რომელიც 2001 წლიდან დღემდე ემსახურება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხანდაზმულ მოქალაქეებს.

სულიკო ყურაშვილი, მან თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას მიუძღვნა. მრავალი წელი ერთგულად და თავდაუზოგავად იმუშავა ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის პირველ საბავშვო ბაღსა და სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში. მისი პედაგოგიური მოღვაწეობა გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ბავშვებისადმი განსაკუთრებული სითბოთი. მან აღზარდა არაერთი თაობა და თითოეულ მათგანს ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ღირებულებები დაუტოვა.

მზია გაფრინდაშვილი, მან თავისი ცხოვრების 39 წელი პედაგოგიურ საქმიანობასა და მომავალი თაობების აღზრდას მიუძღვნა. პროფესიონალი პედაგოგი, რომლის მრავალწლიანი და ნაყოფიერი შრომა, არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოთი და პროფესიული აღიარებით არის დაფასებული. 2024 წელს კი მისი პროფესიული ღვაწლი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის ოქროს მედლით აღინიშნა. ქალბატონი მზია აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიულ კონფერენციებში, ზრუნავს კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე და ქმნის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ინიციატივებს. მისი საქმიანობის ყველაზე დიდი ჯილდო კი წარმატებული მოსწავლეები და თაობებია, რომელთა განათლებასა და აღზრდაში, მან საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩადო.

ანზორ გიგინეიშვილი 85 წლიანი ცხოვრების გზა შრომით, პასუხისმგებლობითა და საკუთარი საქმისადმი ერთგულებით არის გამორჩეული. მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი ფეხბურთსა და მწვრთნელის საქმიანობას უკავშირდება, რომელსაც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და ადამიანებთან ურთიერთობამ, მას საზოგადოებაში დამსახურებული პატივისცემა მოუტანა. მისი ცხოვრების გზა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ღირსეული ცხოვრება ყოველდღიური შრომით, საქმის ერთგულებითა და ადამიანებისადმი პატივისცემით იქმნება.






