ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთან ერთად, გერმანული განათლების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის ინიციატივით, „აღმოსავლეთის მეზობლები“ DVV რეგიონული პროექტის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია განათლების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის სამუშაო პროგრამისა და გერმანული სახელმწიფო ორგანიზაციების პრაქტიკის გაცნობა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები უკვე ესტუმრნენ ბავარიის ზრდასრულთა განათლების ასოციაციას (BVV) და შეხვდნენ BVV-ის თავმჯდომარეს, დოქტორ რეჯინე სგოდას. მიუნხენის VHS-ის ფილიალში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა ფილიალის ხელმძღვანელთან, ქალბატონ ჰილტრუდ ეტლთან. ასევე, დელეგატები იმყოფებოდნენ ბავარიის პარლამენტში, მიუნხენის VHS-ის შტაბ-ბინაში, სადაც შეხვდნენ მმართველ დირექტორს, დოქტორ მარტინ ეკერს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა მიუნხენის მერიაში.
„აღმოსავლეთის მეზობლები“ DVV რეგიონული პროექტის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიმყოფები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთან ერთად. ვიზიტის მიზანია, გერმანული განათლების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის სამუშაო პროგრამისა და გერმანული სახელმწიფო ორგანიზაციების პრაქტიკის გაცნობა და წარმატებული გერმანული პრაქტიკის ჩვენს მუნიციპალიტეტში დანერგვა. 2021 წელს DVV International-ის დაფინანსებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი შეიქმნა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პროფესიას დაეუფლონ. ცენტრი დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს და მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გერმანულ მხარეს განათლების სფეროში ბოლნისის მუნიციპალიტეტის აქტიური მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდი“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.