HomeTVბოლნისის მასშტაბით ელექრტოინფრასტრუქტურა განახლდება

ბოლნისის მასშტაბით ელექრტოინფრასტრუქტურა განახლდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ელექტროენერგიის დაბალი ძაბვისა და ავარიული მონაკვეთების აღმოფხვრის მიზნით, ელექტროინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ქალაქსა და სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, ძველი ამორტიზირებული ელექტრო ბოძები ახლით ჩანაცვლდება, განახლდება ელექტროგადამცემი და ქსელის დაზიანებული მონაკვეთები.

პროექტის ფარგლებში, ქალაქში სრული რეაბილიტაცია უტარდება ელექტროქვესადგურსაც, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავარიულ შემთხვევებს და გააუმჯობესებს მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიით უზრუნველყოფას.

ელექტროინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სერვის ცენტრი ახორციელებს. პროექტი სამწლიან პერიოდზეა გათვლილი და ეტაპობრივად, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

მსგავსი სტატიები
00:02:41

დოღი ბოლნისსი

00:05:41

,,საბაობა 2026”

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები