,,ახალგაზრდული საბჭო “ ახალი შემადგენლობით, მოტივირებული და აქტიური ახალგაზრდებით განაახლებს ფუნქციონირებას, საბჭო სხვადასხვა ასაკის მოსწავლე -ახალგაზრდებით უკვე დაკომპლექტდა და მისი მიზანია ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმიანობის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. წევრებმა სხვა ფუნქცია-მოვალეობასთან ერთად, უნდა უზრუნველყონ ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტივობებისა და პროექტების შესახებ. მათ უწევთ ისეთ საკითხებზე და პროექტებზე მუშაობა, როგორიცაა ეკოლოგია, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურული აქტივობების განხორციელება, ტრენინგები და მასტერკლასები.
,, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის (2021 წლის 13 მაისი) ბრძანებით №1436 დამტკიცებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-ახალგაზრდობის საბჭოს“ უფლებამოსილების ვადა ამოიწურა და საბჭოს შემადგენლობა საჭიროებდა ხელახალ დაკომპლექტებას. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ განხორციელდა ახალგაზრდების შერჩევა გასაუბრების გზით, რომლებიც შემდგომში მოიაზრებიან ზემოაღნიშნული საბჭოს განახლებულ წევრებად. აღნიშნული საბჭო დაკომპლექტებისთანავე შეიმუშავებს კომიტეტურ სისტემას, რომელშიც გაწევრიანებული იქნებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის წარმომადგენლები (როგორც სკოლის ბაზაზე, ასევე სხვა მსურველი ახალგაზრდული ჯგუფები), რომლებიც თავის მხრივ წარმაადგენენ საერთო ახალგაზრდულ ქსელს და ამით გააღრმავებენ და მეტად ეფექტურს გახდიან ახალგაზრდების მონაწილეობასა და ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარების საქმიანობაში“-აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსმა – გიორგი საცკოვმა
ახალგაზრდული საბჭო ბოლნისის მუნიციპალიტეტში მერის ბრძანებით 2014 წელს შეიქმნა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული საზოგადოებრივი აზრის შესწავლასა და გათვალისწინებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისას. საბჭო მონაწილეობს ახალგაზრდული პროგრამების და პროექტების შემუშავებაში. რეკომენდაციას უწევს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე იმ იდეებს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საკრებულომ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის” დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის, მათ შორის ახალგაზრდობის საბჭოს განვითარებას უწყობს ხელს.