კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
HomeTVარემჯის საზაფხულო სკოლა 2023 დასრულდა

არემჯის საზაფხულო სკოლა 2023 დასრულდა

არემჯის საზაფხულო სკოლა სტუდენტების მხარდამჭერი პროექტია, რომელიც მიზნად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების ყოველწლიურ, ერთთვიან ანაზღაურებად, პრაქტიკულ და თეორიულ საქმიანობას ითვალისწინებს.წელს „საზაფხულო სკოლა 2023’’ თვრამეტამდე  სტუდენტმა  გაიარა, დასკვნით ღონისძიებაზე ახალგაზრდა სამთო-გეოლოგებმა პრაქტიკულ სწავლებაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

სტუდენტები საკუთარი პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, უშუალოდ საწარმო პირობებში, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე მენტორების დახმარებით ივითარებენ საკუთარ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, პრაქტიკული სწავლების დასრულება კურსდამთავრებულებს „არემჯის“ წარმომადგენლებმა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა მიულოცა, მათ  სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები საზეიმოდ გადაეცათ.

საზაფხულო სკოლის პროექტს „არემჯი“, წელს მეხუთედ  ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს სამთო მიმართულებით დაინტერესებული მოტივირებული ახალგაზრდების აღმოჩენას, მათთვის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას და მომავალში დასაქმების ხელშეწყობას. პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება და მასში მონაწილეობა 100-მდე სტუდენტმა უკვე მიიღო.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები