პარასკევი, მარტი 29, 2024
spot_img
HomeTVსათნოების სახლის ბენეფიციარებს ბოლნისის მერმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა

სათნოების სახლის ბენეფიციარებს ბოლნისის მერმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა

 რამდენიმე ათეული წელია, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სათნოების სახლი ფუნქციონირებს, ამჯერად აქ 10 ბენეფიციარი ცხოვრობს, რომლებსაც ყველაზე მეტად მათთან მისული სტუმარი აბედნიერებთ. წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად, დღეს, მოხუცთა სახლის ბინადრებს მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან ერთად სტუმრობდა, ისინი გაესაუბრნენ მოხუცებს, მოიკითხეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და საახალწლო ტკბილეულის ნობათი გადასცეს.

RELATED ARTICLES

Most Popular

Recent Comments