სიმღერით მოყოლილი 15  წლიანი ისტორია

 ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე ფოლკლორულმა ანსამბლმა „ორბელმა“ განვლილი შემოქმედებითი გზა საიუბილეო კონცერტით შეაჯამა. ანსამბლმა მრავალფეროვანი პროგრამით მაყურებელს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის გამორჩეული ნიმუშები შესთავაზა. საიუბილეო კონცერტში მონაწილეობდნენ ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები „სიონი“ და „ბოლნელა“, რომლებმაც იუბილარ ანსამბლთან ერთად მაყურებელს მრავალფეროვანი მუსიკალური საღამო შესთავაზა.  ფოლკლორული ანსამბლი „ორბელი“ უკვე 15 წელია ქართულ ტრადიციულ მუსიკას ერთგულად ემსახურება.ანსამბლი 2007 წელს მეუფე ეფრემის ლოცვა კურთხევით დაარსდა, თავდაპირველად მისი მთავარი მიზანი ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძართან მგალობელთა გუნდის ჩამოყალიბება იყო, თუმცა დროთა განმავლობაში საქმიანობა გაფართოვდა და რეპერტუარს ქართული ხალხური, ქალაქური სიმღერები და საეკლესიო გალობა შეემატა. ამ წლების განმავლობაში „ორბელი“ არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ ფესტივალში მონაწილეობდა. ანსამბლის შემადგენლობა წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა უცვლელი დარჩა მთავარი მიზანი , ქართული მრავალხმიანობის შენარჩუნება, განვითარება და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემა. სწორედ ამ 15-წლიანი გზის შეჯამება იყო საიუბილეო საღამო, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა „ორბელის“ მნიშვნელოვანი წვლილი ბოლნისის კულტურულ ცხოვრებასა და ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციაში.

წინა სტატია
მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული