პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება

0
228

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება. მუნიციპალიტეტებში განახლდება და სრულად რეაბილიტირდება  ცენტრალური და მინი სტადიონები, ეტაპობრივად დაიწყება სპორტული კომპლექსების მშენებლობაც.

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით გასულ წლებში, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, რეაბილიტირდა და აშენდა რამდენიმე სპორტული მოედანი. ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტ-კომპლექსის მშენებლობაც,  ქალაქში რამდენიმე მინი-სტადიონის რეაბილიტაციაც იგეგმება.

 ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ამ მიზნით მოწესრიგებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას და განხორციელებულ ღონისძიებებს,   ახალგაზრდები დადებითად აფასებენ.

წინა სტატია2-დღიანი ექსკურსიები იკრძალება – ლოკაცია სკოლიდან 150 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს
შემდეგი სტატიაგარდაბნის მუნიციპალიტეტში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა