HomeTVარემჯიში ახალი კუდსაცავისა და მიმდინარე გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრეზენტაცია გაიმართა

არემჯიში ახალი კუდსაცავისა და მიმდინარე გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრეზენტაცია გაიმართა

 არემჯიმ ახალი მშრალი კუდების სანაყაროს პროექტი, ასევე, წყლის, ჰაერის და ნიადაგის დაცვის მიმართულებით მიმდინარე სიახლეები წარადგინა. ახალი კუდსაცავის პროექტი მადნის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსების თანამედროვე მეთოდზე გადასვლას ემსახურება.

შეხვედრაზე კომპანიის გარემოსდაცვითი სამსახურის ხელმძღვანელმა, დამსწრე საზოგადოებას მიმდინარე და დაგეგმილი გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ახალი, მშრალი კუდსაცავის პროექტის ვრცელი პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დაინტერესებული საზოგადოება, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, არსებული კუდსაცავის რესურსი, სადაც წლების განმავლობაში ისტორიული მადნეულის კარიერიდან მიღებული ნარჩენები თავსდებოდა, თითქმის ამოწურულია და ნაგებობა დახურვასა და კონსერვაციას საჭიროებს. ახალ ნაგებობაზე გამოყენებული იქნება მშრალი კუდების განთავსების ტექნოლოგია: მადნის გადამუშავების შედეგად მიღებული თხევადი მასა სპეციალურად აშენებულ საამქროში გაიფილტრება, რის შემდეგაც გაფილტრული მასალა მოწყობილ დამბაზე საფეხურებად განთავსდება.

კომპანია არემჯის წარმომადგენლების განცხადებით კვლევისა და შესაბამისი ღონისძიების მიზანია, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შემცირება და  გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები