კვირა, აპრილი 21, 2024
spot_img

ფეინთბოლის ჩემპიონატი ბოლნისში

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, სპორტის ახალ მიმდინარეობას, ფეინთბოლის  ადგილობრივ ჩემპიონატს უმასპინძლა.  სპორტის სახეობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2016 წლიდან ფორმირდება, საქართველოს მასტაბით ჩემპიონატს მართავს, რომელმაც სტარტი ივნისის თვეში აიღო და ოქტომბერში დარულდება, თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლენილი და გამარჯვებული გუნდები თბილისში, ფეინთბოლის არენაზე, ფინალში ითამაშებენ და გამოვლინდება წლის ჩემპიონი გუნდი.

        ფეინთბოლის ბოლნისის ჩემპიონატში მონაწილეობა, ნებისმიერ მსურველს,  15-29 წლის ჩათვლით შეუძლია. ფოლადაურის საბანაკე ტერიტორიაზე გამზადდა არენა,  6 გუნდად გადანაწილებულ მოთამაშეებს, ჩაუტარდათ მცირე ინსტრუქტაჟი და უსაფრთხოების მიზნით, შეიმოსნენ სპეციალური ეკიპირებით.

ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური სპორტი, რომელიც ძალასა და ენერგიასთან ერთად, გარკვეულ უნარჩვევებსაც მოითხოვს, ძალიან აზარტული აღმოჩნდა ბოლნისელებისთვის. გამარჯვებულის გამოსავლენად, შეხვედრები უსაფრთხოების წესის სრული დაცვით ჩატარდა, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც, რომელსაც გადაეცა თასი. ფეინთბოლი 2023 ის ვინაობა კი ოქტომბრის თვეში ფინალური შეხვედრების დროს გახდება ცნობილი.  აღნიშნული ტურნირი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და  მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტით.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები