საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ წალკის მუნიციპალიტეტის ფინალისტების დაჯილდოება გაიმართა.
ქვემო ქართლში, რიგით მეექვსე მუნიციპალიტეტის გამარჯვებული და „არემჯის“ 6 თვიანი სტიპენდიის მფლობელი, წალკის N 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მერი აბულაძე გახდა.
„დიდგორელის პროექტში მონაწილეობა და გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ვიშრომეთ თითოეულმა მონაწილემ – ამ პროექტმა შეგვძინა ცოდნა, გამოცდილება, ძალიან ბევრი ვიკითხეთ და უამრავი საინტერესო ისტორიული ფაქტიც გავიგეთ. სასიხარულოა რომ გავხდი დიდგორელი, გამოცდილება რომელიც პროექტ დიდგორელის ფარგლებში მივიღე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გამომადგება’’ – აღნიშნა მერი აბულაძემ.
ისტორიის კონკურს „დიდგორელში“ წალკის მუნიციპალიტეტის N1 და N2 საჯარო სკოლები ოქტომბრის თვეში ჩაერთნენ. საგანმანათლებლო პროექტის პირველ ტურში შემდგარი ტესტი 300-მდე მოსწავლემ წერა. პროექტის ხელმძღვანელ ირაკლი მიქიანის თქმით, კონკურსით დაინტერესებული ახალგაზრდების მონდომებამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
,,პროექტი დიდგორელი აქტიურად განაგრძობს განვითარებას. პროექტის დაწყების დღიდან მას არაერთი საინტერესო კომპონენტი დაემატა. დიდგორელის მონაწილეები ქვემო ქართლში უკვე აქტიურად იღებენ ფილმებს და დაკავებული არიან სხვადასხვა აქტივობით რომელიც საქართველოს ისტორიის შესახებ ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს. უახლოეს მომავალში იგეგმება დიდგორელის პროექტისთვის საერთაშორისო კომპონენტის დამატება და პროექტის ევროპის ქვეყნებში გატანა. ‘’ – განაცხადა „დიდგორელის“ ხელმძღვანელმა ირაკლი მიქიანმა.
ისტორიის კონკურს „დიდგორელს“ საფუძველი 2019 წელს, თეთრიწყაროში ჩაეყარა. ის „არემჯის“ კორპორაციული სოცილური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განხორცილებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც რეგიონის ახალგაზრდების განვითარებაზეა ორიენტირებული.
„მოხარული ვარ, რომ დიდგორელების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და პროექტი, რომელიც 2019 წელს ჩვენი კოპმანიის მხარდაჭერით დაიწყო, დღეს უკვე თითქმის მთელი ქვემო ქართლის ახალგაზრდებს აერთიანებს. „არემჯი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალ თაობას მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ თუ კულტურულ პროექტებში ჩართულობას, რაც მათ პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს. ამ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას პროექტის დასრულების შემდეგაც ვაგრძელებთ და ვფიქრობ დიდგორელების მონაწილეობით კიდევ არაერთი საინტერესო გამოცდილება გველოდება წინ“- განაცხადა „არემჯის“ კორპორაციული დირექტორის მოადგილემ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ირაკლი შატაკიშვილმა.
ისტორიის კონკურს „დიდგორელს“ საფუძველი თეთრიწყაროში ჩაეყარა. „დიდგორელი“ სასკოლო კონკურსია, რომელიც სკოლის მოსწავლეებში საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ამ დროისთვის თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, გარდაბნის და ახლა უკვე წალკის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში, პროექტში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობამ 2000-ს მიაღწია.
ბოლნისის ფრენბურთის გოგონათა ნაკრებმა, 2021 წლის საქართველოს თასის გათამაშებაში,მე-3 ადგილი დაიკავა. ქალაქ თბილისში გამართულ ტურნირზე, სადაც მონაწილეობას რვა გუნდი იღებდა, ბოლნისმა 3-0 დაამარცხა ცაგერი. გამარჯვებული სპორტსმენები ფულადი ვაუჩერებით, მედლებითა და დიპლომებით დასაჩუქრდნენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრატსრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. სოფელ ძველ ქვეშში, 550 გრძივ მეტრზე, ბეტონის გზა ეწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 408 000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 6 226 389 ლარია გამოყოფილი.
16 დღიან კამპანიას „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც ,,ქალისა და სამყაროს” დაკვეთით, 2007 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელშიც ასახული იყო ბოლნისელი თამარ ბობოხიძის ცხოვრების ერთი დღე, მის მაგალითზე კი ფილმის ავტორი ქალებს აქტიურ ცხოვრებაში ჩართულობისკენ მოუწოდებს. 15 წუთიანი სიუჟეტის დასრულების შემდეგ თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია. „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანია ბოლნისში 2001 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.
ფილმის ჩვენებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი თამარ ბობოხიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული გენდერული საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კვირეულს ბოლნისის მერია და ადგილობრივი გენდერული საბჭოს წარმომადგენლები სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდებიან. 16 დღიანი კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და სიმბოლურად 10 დეკემბერს, ადამიანის თავისუფლების დღეს დასრულდება.
როგორც ყველა ახალგაზრდა, ანნა ბრჟეზოვსკაიაც საზღვარგარეთ განათლების მიღებაზე ოცნებობდა. წინსვლა-წარმატებაზე ოცნება დაბა კაზრეთის მე-2 საჯარო სკოლიდან დაიწყო. ჩანაფიქრი მხოლოდ ოცნებად რომ არ დარჩენილიყო, სწავლობდა საუკეთესოდ, კითხულობდა ბევრს, ჩართული იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებში, იყო ძიებაში და ყოველ წუთს ცდილობდა საკუთარი თავი ახალი გამოწვევების წინაშე დაეყენებინა. პირველი ასეთი გამოწვევა FLEX-ის პროგრამაში ჩართვა იყო, მე-12-ე კლასი ამერიკაში, ილინოისის შტატში გაატარა და მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, ამერიკული სკოლის დიპლომიც აიღო, მაგრამ ანნა ამით არ დაკმაყოფილდა, მეტის მისაღწევად ყველა შესაძლებლობა, წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა, რესურსი მაქსიმალურად გამოიყენა და სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელა.
2018 წელს „სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის“ პროგრამის ფარგლებში, ანნას მიეცა უნიკალური შანსი, ბუდაპეშტში, იოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში, სრული დაფინანსებით, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, სწავლა ბაკალავრის საფეხურზე გაეგრძელებინა. ამჟამადაც ანნა სწავლას ამავე უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე აგრძელებს.
თავდაპირველად არსებობდა დაბნეულობა და გაურკვევლობა, თუმცა მალევე გაიაზრა, რომ იყო იქ, სადაც დაძაბვის, მოდუნების, უკანდახევისა და შიშის უფლება არ ჰქონდა.
დატვირთული სასწავლო გრაფიკი, კონკურენტუნარიანი გარემო და უცხო ქვეყანაში ინტეგრირება, ანნას თითქმის არ გასჭირვებია, რადგან თვლის, რომ მუდამ კომფორტულ ზონაში ყოფნა არ არის საკმარისი იმ მწვერვალების დასაპყრობად, რომლისთვისაც თავდაუზოგავად შრომობ, ათენებ ღამეებს და მზად ხარ, გაუმკლავდე ყველა იმ დაბრკოლებას, რაც პიროვნულ და პროფესიულ ზრდას თან ახლავს.
„კონკურენტუნარიანი გარემოა, საკმაოდ წარმატებული და პერსპექტიული ახალგაზრდები სწავლობენ ჩემთან ერთად. ამიტომ სწავლა ნამდვილად არ არის მარტივი, მოდუნების დრო არ მრჩება. ძალიან დატვირთული გრაფიკია, საკმაოდ მომთხოვნი ლექტორები და უნივერსიტეტია. ამჟამად ვსწავლობთ როგორც ონლაინ, ასევე უნივერსიტეტში მისვლითაც და ვცდილობთ მარტივად შევეგუოთ ამ რთულ პერიოდს. ასევე ყველანაირ წყაროსთან და სასწავლო ბაზასთან გვაქვს წვდომა სახლიდან გაუსვლელად, მულტიკულტურული გარემოა, რადგან მსოფლიოს ყველა წერტილიდან გვყავს სტუდენტები. ეს ძალიან საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის სწავლას, რადგან შემიძლია პერსონალურად გავესაუბრო ყველას და გავიგო მათი გამოცდილება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.“
ანნა ბრჟეზოვსკაია უნივერსიტეტში სამაგალითო სტუდენტის სახელით სარგებლობს, სხვადასხვა აქტივობებშია ჩართული, იღებს არაფორმალურ განათლებას, ზაფხულობით ახალგაზრდული ბანაკის მენტორი და ლიდერია, არის ვორქშოპებისა და კონფერენციების აქტიური მონაწილე. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატარებს, უყვარს გორგოლაჭებით სიარული და წვიმიან ამინდში ფილმების ყურება.
„აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, როგორც უნივერსიტეტში, ასევე მის გარეთ. მაგალითად წინა წელს ვიყავი ჩემი სტიპენდიის საერთაშორისო მენტორი, ასევე რამდენიმე დღის წინ დავამთავრე სტაჟირება ტერორიზმის კვლევით ცენტრსა და ბუდაპეშტის კულტურული ურთიერთობების პოლიტიკის ინსტიტუტში. ყოველთვის ვცდილობ სწავლის გარდა სხვა აქტივობებითაც დავკავდე და არაფორმალური განათლებაც მივიღო. ზაფხულობით სხვადასხვა ახალგაზრდული ბანაკის მენტორი, ლიდერი, სტუდენტური ვორქშოპებისა და კონფერენციების მონაწილე ვარ.“
ანნა ბრჟეზოვსკაიას სამომავლო გეგმები თავიდან ბოლომდე საქართველოს უკავშირდება, როგორც თავად აღნიშნავს, არის მაქსიმალისტი, მუდამ ძიებაშია, უყვარს რთული გამოწვევების წინაშე ყოფნა და რაც მთავარია, 23 წლის გოგონასთვის არ არსებობს წინაღობა, რომელსაც ვერ გადალახავს. სწორედ ეს სტრატეგიული გეგმა აძლევს მას განვითარებისა და კარიერული წინსვლის საშუალებას. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და იქ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას ახალგაზრდებს გაუზიარებს.
„სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ მინდა ჩემ კარიერულ განვითარებას მივხედო და საქართველოში ჩასვლისას ვეცადო განვავითარო და წინ წამოვწიო ის საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობ, რადგან მიმაჩნია ახალგაზრდები ვართ ერთადერთი მთავარი ძალა წარმატებული სახელმწიფოს აშენებისთვის, იმ ძველი სტერეოტიპების დანგრევაა საჭირო, რაც სამწუხაროდ, არ აძლევს ქვეყანას განვითარების და წინსვლის საშუალებას. როგორც ასეთი, წარმატების ფორმულა არ მაქვს, რადგან ყოველთვის ვცდილობ ახალი გამოწვევების წინაშე დავაყენო ჩემი თავი, მეტი გამოცდილება მივიღო და ვისწავლო რაღაც ახალი. ამიტომ, ვცდილობ, შანსი არ გავუშვა ხელიდან, რადგან შემდეგ არ მქონდეს სინანულის გრძნობა, არასდროს ვჯერდები იმას, რაც მაქვს, რადგან მაქსიმალისტი ვარ.“
ანნა მაგალითია იმ აბიტურიენტებისა, ვინც სწავლას უცხოეთში აპირებს, ურჩევს თანატოლებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი, იყვნენ შრომის მოყვარულნი, ინოვატორები და მაძიებლები, რადგან ქვეყნის სიძლიერეს, განვითარებას და წინსვლას, სწორედ ახალგაზრდები წარმოადგენენ.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა ნოზაძემ, თეატრის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, თეატრი სრულად ითვალისწინებდა უწყებათაშორისი სარეკომენდაციო საბჭოს რეკომენდაციებს. მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდა თეატრებში შემოქმედებითი პროცესის აღდგენა, ბოლნისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრის ძირითადი ნაწილი სარეპერტუარო პოლიტიკის ფორმირებას დაეთმო. სამხატვრო ხელმძღვანელი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ახალი სეზონის განმავლობაში თეატრმა უნდა უზრუნველყოს სამი ახალი წარმოდგენის განხორციელება.
ლაშა ნოზაძის აზრით მნიშვნელოვანია რეჟისორ იოსებ ბაკურაძის თანამშრომლობა თეატრის დასთან, რომელიც უახლოეს პერიოდში მაიკლ ფრეინის ცნობილ პიესაზე – ,,ხმაური სცენის მიღმა“ დაიწყებს მუშაობას. პიესა, რომელიც თეატრის შიდა სამზარეულოს ასახავს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ევროპულ თეატრში. რეჟისორ იოსებ ბაკურაძის კიდევ ერთი ახალი თეატრალური ინტერპრეტაცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბოლნისელი მაყურებლისათვის. ასევე, აღნიშნულ ნაწარმოებზე მუშაობა, რომელიც თავისი სირთულითა და მხატვრული სტრუქტურით სამსახიობო აბნსამბლისგან შესაბამის შესრულებას მოითხოვს, მნიშვნელობნად ხელს შეუწყობს დასის პროფესიულ ზრდას.
თეატრი კარგად აცნობიერებს სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს, რაც ქართული კულტურის ევროპულ კულტურებთან ინტეგრაციის პროცესს გულისხმობს. შესაბამისად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალური თეატრის საერთაშორისო საფესტივალო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის აუცილებლობა. ამ თვალსაზრისით ლაშა ნიოზაძ გეგმავს ცნობილი ქართული კლასიკური ნაწარმოებების სინთეზის საფუძველზე ექსპერიმენტული სპექტაკლის განხორციელებას, რომელიც ადგილობრივი მაყურებლის გარდა, საერთაშორისო საფესტივალო ურთიერთობებისათვის იქნება გათვალისწინებული.
სამუშაო შეხვედრისას აღინიშნა თეატრის რეპერტუარში საბავშვო წარმოდგენის არსებობის მნიშვნელობაც. ამ შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი საშობაო წარმოდგენა, არამედ ცნობილი ზრაპრული სიუჟეტის საფუძველზე შეიქმნება საბავშვო სპექტაკლი, რომელიც მომავალი თაობების ესთეტიურ აღზრდაზე იქნება ორიენტირებული, გაზრდის თეატრის მაყურებელთა სეგმენტს და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ეროვნული ცნობიერების გაღრმავებას.
ახალი წლიდან თეატრი აპირებს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა ფონდებთან თუ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან საგრანტო დაფინანსების მოპოვების მიზნით, რაც თეატრში სრულფასოვანი შემოქმედებითი პროცესის წარმართვის საუკეთესო წინაპირობა იქნება.
„ავიცრათ ერთმანეთისთვის“- კამპანიის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან მაკა მამარდაშვილთან ერთად ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრა.
საინფორმაციო შეხვედრის დროს ხაზგასმით ისაუბრეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებულ განკარგულებაზე, კერძოდ: 2021 წლის 8 ნოემბრიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საპენსიო ასაკის საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება 200 ლარიან დანამატს მიიღებს. ასევე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია „მწვანე ბარათის“ შესახებ, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან შევა ძალაში.
საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ პენსიონერთა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩართულიყვნენ კოვიდ საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში, საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.
გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ოთხი მუდმივ მოქმედი ამცრელი დაწესებულებაა, საჭიროებიდან გამომდინარე კი სამი მობილური ბრიგადა სხვადასხვა სოფლებს მოიცავს. იმუნიზაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქვეყანაში არსებული სამი ვაქცინით: ფაიზერით, სინოფარმითა და სინოვაკით მიმდინარეობს.
კორონავირუსი, პანდემია, ლოქდაუნი, კომენდატის საათი, პირბადე და დისტანცია – ეს იმ ტერმინების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც დღეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ყველა ასაკის ადამიანი დღეში არაერთხელ იყენებს. კოვიდ19-ის უმცირესმა ნაწილაკმა მსოფლიო შეძრა. მისი წარმოშობა, გავრცელება და შედეგები ყველა ერის, მრწამსის, რასის, რჯულისა თუ სოციალური სტატუსის ადამიანისთვის, განსჯის საგნად იქცა. ამ ქაოსში სიკვდილ-სიცოცხლის სადარაჯოზე ცხოვრება მაინც გრძელდება, მომავალი თაობები იაზრებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და ყველაფერს აკეთებენ დასახული მიზნის მისაღწევად. სწორედ ამ პანდემიაში გაჩნდა ახალი რუბრიკა სახელწოდებით ,,პანდემიის თაობა”, სადაც შაბლონურ კითხვებს ჩვენი რესპოდენტები უპასუხებენ. რუბრიკა ამჯერად, წარმატებულ პირველ კურსელს მასპინძლობს. ანი თათელაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან ფაკულტეტზე 70 პროცენტიანი გრანტით მოხვდა. შრომისმოყვარე ანიმ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ იარა, ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებისგან და როგორ მართოს ის ….
–ვინ არის ანი თათელაძე.
– ვარ 18 წლის, დავამთავრე ბოლნისის იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა და ჩავაბარე ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისურენოვან ეკონომიკის ფაკულტეტზე.
–მომიყევი სკოლაზე, როგორი იყო ეს თორმეტი წელიწადი….
-პირველი კლასიდან იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ვსწავლობ და ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი 12 წელი სწორედ აქ გავატარე. ყველაზე ძვირფასი “მოგონებების წიგნი” შემიქმნა სკოლამ და მომცა საშუალება განმევითარებინა ჩემი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, სწორედ ჩემი სკოლის დამსახურებაა, რომ არაფორმალური განათლების არაერთი კონკურსის მონაწილე ვარ.
–ყველას ერთნაირი მონდომებითსწავლობდით, თუ გაქვთ გამორჩეული საგანი?
– მეცადინეობა არასდროს ყოფილა ჩემთვის სასჯელი (თუ აბიტურიენტობას არ ჩავთვლით). როცა მოვინდომებდი, აუცილებლად ვაღწევდი, თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის მქონდა, გამორჩეული საგანი არ მაქვს .
–გარდა სასკოლო პროგრამისა, ვიცით სხვადასხვა პროექტებში იყავით ჩართული
-არაერთ პროექტსა და კონსურსში ვიღებდი მონაწილეობას, დავდიოდი ბანაკებში. პირველად რომ ბანაკში წავედი 14 წლის ვიყავი, სრულიად გამოუცდელი უცხო სიტუაციაში. რობოტექნიკის ბანაკი იყო ჩემთვის საუკეთესო გამოცდილება, სადაც ვსწავლობდით არდუინოზე მუშაობას, რობოტოტექნიკას და ვერთობოდით. ვიყავი სკაუტურ ბანაკში და 2019 წელს მოვხვდი 100 საუკეთესო მოსწავლეს შორის, რომლებიც ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გამართულ STEAM ბანაკში მიიღებდნენ მონაწილეობას. ამის შემდეგ დავამთავრე კანტის აკადემიის ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების კურსი. 2020 წელს მონაწილეობას ვიღებდი კარიერული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კურსში, სადაც სამედიცინო განათლებას ვეცნობოდით, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულადაც. კიდევ უამრავი პროექტია, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია.
–რა გავლენა მოახდინა პანდემიამ თქვენს ცხოვრებაში?
-პანდემიის დროს, სახლში ყოფნისას ახალი ფობი შევიძინე. საღებავებით ვხატავდი კედელზე და ამით ვირთობდი თავს. ძირითად დროს ოჯახში ვატარებდი და ონლაინ გაკვეთილებს ვესწრებოდი. კოვიდ ვირუსის გავრცელებამ დიდი დრო გამომითავისუფლა, თუმცა, დროის სწორად წარმართვა, მარტივი არ აღმოჩნდა.
–რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
-მეტერთმეტე კლასში გადავწყვიტე, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, სადაც ფრანგულ ენას ვისწავლიდი და შესაძლებლობა მექნებოდა წავსულიყავი საფრანგეთში, უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამით, თუმცა, როცა გამოცდა ჩავაბარე და ტესტში მიღებული ქულები გამოქვეყნდა, მივხვდი,რომ მეტი შესაძლებლობა მქონდა, ჩემი კარიერული განვითარებისთვის ხელსაყრელი იყო ინგლისურ ენაზე სწავლა, ამიტომ ავირჩიე ISET-ი. უკვე მეექვსე კვირაა, ლექციებს ვესწრები და თანდათანობით ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
–რა თქვა ოჯახმა, თქვენი გადაწყვეტილების შესახებ?
-ყველა კმაყოფილი იყო ჩემი პირველი გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება შევიცვალე ოჯახმა ჩათვალა, რომ უკეთ ვიცი ჩემი შესაძლებლობები. ეს გადაწყვეტილება ყველაზე დიდი და წარმატებული გამოწვევა იყო ჩემ ცხოვრებაში. როდესაც უნივერსიტეტში ჩავირიცხე, დედამ მხოლოდ ამის შემდეგ გამიმხილა, რომ უნდოდა ფინანსებისა და ეკონომიკის კუთხით მესწავლა.
–თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ?
-თავისუფალ დროს ზუსტად ისე ვატარებ , როგორც ჟღერს სიტყვა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა .
–რომ არა პანდემია...
-რომ არა პანდემია, უფრო ახლო ურთიერთობა მექნებოდა ადამიანებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩემ ცხოვრებაში. საქმიანობაში კოვიდს ხელი არ შეუშლია.
–რას ეტყოდი მათ, ვინც ახლა გადის იმ გზას, რომელიც შენ გაიარე?
– აბიტურიენტებს, ვურჩევ, მაქსიმალური გააკეთონ, დაიხარჯონ და იმეცადინონ იმდენი, რამდენსაც შეძლებენ, რადგან ბოლოს მართლა ტკბილდება.
–რასგეგმავთსამომავლოდ?
-მომავალში მინდა დასახულ მიზნებს მივაღწიო, ყოველი დღე ამ მიზნების სისრულეში მოყვანას ემსახურება.
–რა არის ამჟამად თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი?
-ამჟამად, ყველაზე მთავარი იმ ბავშვების სიაში მოხვედრაა, რომლებიც 2025 წელს ბრემენის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან სასწავლებლად.
–ცხოვრებაში წარმატება ჩემთვის ნიშნავს …
-ჩემთვის წარმატება ნიშნავს, მიზნის მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯს.
-იღბალი არასდროს ყოფილა ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი და არ მგონია, ვინმეს წარმატება გამართლებაზეა. ადამიანები ვშრომობთ წარმატებისთვის და არასდროს ველოდებით იმ მომენტს, როდის მოვა ჩვენი ბედნიერი დღე.
–გაქვთ რაიმე დამალული ნიჭი, ან გასაოცარი ჰობი
-ჩემი დამალული ნიჭი რითმების მოფიქრებაა, რომელიც ბევრმა დღემდე არ იცის.
–ვინ არის თქვენთვის მისაბაძი მაგალითი ცხოვრებაში?
-ვფიქრობ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, არავის უნდა მიბაძოს, მაგრამ არსებობს რაღაცეები, რასაც სხვისგან ვსწავლობთ და გვინდა, რომ საქმეს მათ მსგავსად ვაკეთებდეთ.
–რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც თქვენს შესახებ უნდა იცოდეს საზოგადოებამ.
-საზოგადოებამ ჩემს შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჩემი მიზანია ვიმოგზაურო მსოფლიოს გარშემო.
–სად ხედავთ თქვენს თავს 5 წლის შემდეგ.
-ხუთი წლის შემდეგ ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრატურაზე ვისწავლი.
–როგორ ქვეყანაში ისურვებდით ცხოვრებას.
-ქვეყანაში, სადაც არ იარსებებს გენდერული დისბალანსი, ჩამოუყალიბებელი მმართველობა, შიმშილი, უსახლკარობა და უპასუხისმგებლო მოსახლეობა.
–დაგვისახელე მომავალი წარმატებული ადამიანი, ვისაც იხილავდი ჩვენს რუბრიკაში.
-მომავალი წარმატებული ადამიანი, ჩვენი წლევანდელი მეთორმეტე კლასიდან შეგიძლიათ ამოარჩიოთ.
-მადლობა ანი,გისურვებთ წარმატებებს.
ავტორი:ნონა ხუზმიაშვილი
ვახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან ფაკულტეტზე 70 პროცენტიანი გრანტით მოხვდა. შრომისმოყვარე ანიმ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ იარა, ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებისგან და როგორ მართოს ის ….

,,ჩვენი მიზანია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა შევქმნათ, ამ კუთხით არაერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ და ამ სწრაფ ტემპს ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ,”აცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი. სოფელ ქვემო ბოლნისში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 1500 გრძივი მეტრის ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ასევე 700 გრძივ მეტრზე სანიაღვრეებიც მოეწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ქვემო ბოლნისშიი დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
„თამარ მოგვენატრე, მალე დაგვიბრუნდი გამოჯანმრთელებული“, ასე მიმართეს თამარს დღეს კლასელებმა კულტურის სახლის წინ გამართული საქველმოქმედო ღონისძიებიდან, რომელსაც მისივე სკოლამ გაუკეთა ორგანიზება. ქალაქ ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა გამოფენაზე საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები გამოიტანეს. აღნიშნული აქციის გამართვის იდეაც სკოლის კედლებში დაიბადა და ჩართულობის სურვილიც ყველამ გამოთქვა.
თამარ ჯაჭვლიანს უმძიმესი დიაგნოზი – ლეიკემია დაუდასტურდა და უკვე რამდენიმე თვეა ებრძვის ამ დაავადებას. 11 წლის თამარი ნათესავების, ახლობლებისა და კეთილი ადამიანების წყალობით გადის მკურნალობის კურსს, თუმცა თანხა არ შეგროვდა იმ რაოდენობის, რაც მისი მკურნალობისთვისა საჭირო.
თამარ ჯაჭვლიანი ძალიან ენატრება კლასელებს, მეგობრებს, ნათესავებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თამარი მალე გამოჯანმრთელდეს და დაუბრუნდეს ჩვეულ გარემოს. სკოლის მიერ ორგანიზებულ აქციაში საკუთარი ნამუშევრებით ჩაერთო მეთოჯინე ქალბატონი ნანა მამარდაშვილი.
ლეიკემიაზე გამარჯვება თამარის ყველაზე დიდი ოცნებაა. მძიმე დაავადების დასამარცხებლად ფინანსებია საჭირო, რომლის მოძიებაც მთავარ პრობლემად რჩება. გავერთიანდეთ სიკეთისთვის, გავიღოთ თანხა და გადავარჩინოთ თამარი, რომელიც ასე ძალიან უყვართ და ენატრებათ.