პარასკევი, აგვისტო 15, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 149

ქვემო ქართლის რეგიონს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს

0

ქვემო ქართლის რეგიონს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს, ამ თანამდებობაზე შოთა რეხვიაშვილი გიორგი დოხტურიშვილმა შეცვალა.

ადმინიტრაციის თანამშრომლებს და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, ახალი რწმუნებული საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა წარუდგინა.

გიორგი დოხტურიშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, იგი იყო დედაქალაქის მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრი, ბოლო პერიოდში კი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„გიორგი დოხტურიშვილი არ არის ახალი სახე ქვემო ქართლის რეგიონისთვის, იგი 2021 წლის აგვისტოდან მუშაობს გუბერნატორის მოადგილედ, აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სახელმწიფო სტრუქტურებში – ათ წელზე მეტი მუშაობდა, როგორც საკრებულოს, ასევე მერიის სტრუქტურებში სხვადასხვა მენჯერულ თანამდებობებზე და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ თავი გაართვას იმ გამოწვევებს, რომლებიც დგას ქვემო ქართლის რეგიონში“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, შოთა რეხვიაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, მისი თქმით ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული საქმიანობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში საპასუხისმგებლო პოზიციაზე გააგრძელებს.

„შოთა რეხვიაშვილის უშუალო მონაწილეობით არაერთი პროექტი განხორციელდა და მოსახლეობის წინაშე არსებული ბევრი პრობლემა გადაწყდა. ის არის ჩვენი გუნდის ერთგული წევრი და გააგრძელებს საქმიანობას შესაბამის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ჩვენი მთავრობის შემადგენლობაში“- განაცხადა ბარნაბიშვილმა.

შოთა რეხვიაშვილმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ ხელისუფლებას და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს სამწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა.

„განსაკუთრებული მადლობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს – სამთავრობო გუნდს, საერთაშორისო პარტნიორებს, სამოქალაქო და კერძო სექტორს, რომელთა უდიდესი მხარდაჭერის საფუძველზე, მხარეში მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. მჯერა, რომ რეგიონის განვითარება ჩვენი გუნდის ახალი წევრების საქმიანობის პერიოდში, კვლავ, აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

გოგი მეშველიანი: ჩემთვის მნიშვნელოვანია შევძლოთ ყველა დაპირების ასრულება

0

საქართველოს პარლამენტის წევრი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანის ცნობით წალკის მუნიციპალიტეტში დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-169) იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საწყისი 7,3 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი 2 წლიანია და პირველ ეტაპზე მოეწყობა 4 კლომეტრიანი მონაკვეთი, ხოლო ამ დროისათვის უკვე დაგებულია 1 კმ. ასფალტი. სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 4 149 899.99 ლარს.

„მახარებს ის ფაქტი, რომ შევძელით მოსახლეობისთვის კიდევ ერთი პრობლემური საკითხის მოგვარება. ჩემთვის მნიშვნელოვანია შევძლოთ ყველა დაპირების ასრულება და ადამიანების მოლოდინის გამართლება.წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბარეთის მოსახლეობა წლების მანძილზე ითხოვდა საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვას და საუბრობდა მოუწესრიგებელი გზისგან წარმოქმნილი პრობლემეზე. ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობდით მათთვის მნიშვნელოვანი საჭიროებების მოგვარებაზე. აღნიშნულ საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, რამაც შედეგი გამოიღო.“ წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი

https://www.facebook.com/GDGogiMeshveliani/posts/6205702332786680

შოთა რეხვიაშვილი სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

0

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის 2021 წლის 1 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, შოთა რეხვიაშვილი სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

შოთა რეხვიაშვილი 2018 წლიდან დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციას იკავებდა. 2014-2018 წლებში ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2012-2013 წლებში მას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტი ეკავა.

1993 წლიდან 2012 წლამდე შოთა რეხვიაშვილი დასაქმებული იყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

0

1 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მოქმედი შემადგენლობით, რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელზეც  განხილული იყო სამი საკითხი, მათ შორის განიხილეს და დაამტკიცეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც 29 151 800 ლარით განისაზღვრა.

მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება.

მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 29 151 800 ლარით განისაზღვრა. სოციალური მიმართულებით დაფინანსებამ 2022 წელს 3 800 000 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის კი 6 000 000 ლარი გამოიყო.

3 დეკემბრს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალი შემადგენლობით პირველად შეიკრიბება.

საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა

0

მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

არის სრულად ვაქცინირებული;

გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;

ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;

ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია – CovidPass Georgia და Georgia e-Health.CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს. აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.საზღვარგარეთ ვაქცინირებული პირი (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე), საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს. საზღვრის კვეთის შემდეგ, პირს შეეძლება მარტივად დარეგისტრირდეს CovidPass Georgia აპლიკაციაში და ის შეუფერხებლად შეძლებს შესაბამის სივრცეებში შესვლას და ღონისძიებებზე დასწრებას.აპლიკაცია Georgia e-Health გამოიყენება, საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შესვლას შეძლებენ შემდეგ დაწესებულებებში: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო.ობიექტზე არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10,000 ლარს, ინდ. მეწარმისთვის – 2,000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მოხდება ობიექტის დალუქვა.ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობისთვის, საჭიროა მოქალაქეებმა App Store-დან https://apps.apple.com/ge/app/georgia-e-health/id1590322048

ან Google Play-დან https://play.google.com/store/apps/details…

ჩამოტვირთონ აპლიკაცია Georgia e-Health და გაიარონ მარტივი რეგისტრაცია.

Covidpass- აპლიკაციის ჩამოსატვირთად კი მიჰყევით ბმულს:App store-დან https://apps.apple.com/us/app/covidpass-georgia/id1590323605

Google Play-დან https://play.google.com/store/apps/details…

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ცხელ ხაზის შემდეგ ნომრებს- 1505, 144, 1522 და ასევე, ეწვიეთ ვებ-გვერდს – https://www.provax.ge/

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ – https://matsne.gov.ge/ka/document/view/5293475?publication=0

გოგი მეშველიანის ჩართულობით წალკაში ათწლეულების პრობლემური საკითხი გადაწყდა

0

საქართველოს პარლამენტის წევრის ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მჟორიტარის გოგი მეშველიანის ჩართულობით წალკის მუნიციპალიტეტში ათწლეულების პრობლემური საკითხი მოქალაქეების სასიკეთოდ გადაწყდა. წალკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ სკოლებში, კადრების დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ჩამოსახლებული პედაგოგებისათვის, საცხოვრებელი ფართების დარეგისტრირების საკითხი ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი იყო. გოგი მეშველიანის , სახელმწიფო უწყებებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 პედაგოგს და მათ ოჯახებს სიმბოლურ ფასად – 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცათ საცხოვრებელი ფართები .

„მოხარული ვარ, რომ შევძელით წალკის მუნიციპალიტეტში ათწლეულების მანძილზე არსებული პრობლემის მოქალაქეების სასიკეთოდ გადაწყვეტა. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც სამთავრობო ასევე არასამთავრობო სექტორთან და აღნიშნული საკითხი CENN-ის პროექტის ,,ეს წალკაა” ფარგლებში იქნა მოკვლეული და ჩემამდე მოტანილი. რაც არის სხვადასხვა უწყებების სწორი/აქტიური კომუნიკაციის შედეგის კარგი მაგალითი. „- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

დღეს ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის ,,ეს წალკაა” გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე, გაიმართა პედაგოგებისთვის სახლების საკუთრებაში გადაცემის ცერემონია.

მჯერა, რომ ფრიდონი მომავალშიც არაერთხელ გვასახელებს-დავით შერაზადიშვილი

0

ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა, რომლის ერთ-ერთი წევრი, ბოლნისელი ფალავანი, ფრიდონ გიგანია, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რუსეთში, ქალაქ უფაში საქართველომ ავსტრიას, საფრანგეთს, თურქეთსა და ნიდერლანდებს მოუგო. ,,ვულოცავ ფრიდონსა და საქართველოს ნაკრებს ამ ისტორიულ გამარჯვებას. ფრიდონს კვლავ არაერთ წარმატებას ვუსურვებ. მჯერა, რომ ფრიდონი მომავალშიც არაერთხელ გვასახელებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტი გვერდში უდგას ჩვენს სპორტსმენებს, მუნიციპალიტეტს მათთვის სპეციალური სასტიპენდიო პროგრამა აქვს შემუშავებული, რის ფარგლებშიც, წარმატებული სპორტსმენები მერიისგან ერთჯერად ფულად ჯილდოსა და ყოველთვიურ სტიპენდიებს იღებენ. ეს წამახალისებელი პროგრამა, ვფიქრობ, ერთგვარი მოტივაცია და დაფასებაა იმ დიდი სიხარულის, რაც სპორტსმენების გამარჯვებებს ახლავს თან”,განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

გოგი მეშველიანი: კიდევ ერთხელ ვულოცავ ფრიდონსა და საქართველოს ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას

0

საქართველოს პარლამენტის წევრი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი საქართველოს ძიუდოს ნაკრების გამარჯვებას საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე ეხმაურება.

„ფრიდონ გიგანი საქათველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რუსეთის ქალაქ უფაში ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. საქართველომ ავსტრიის, საფრანგეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების დამარცხება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ დიდ გამარჯვებაში წვლილი ბოლნისელმა ფალავანმა ფრიდონ გიგანმაც შეიტანა, რომელიც ნაკრების ერთ-ერთი წევრია. გვახარებს ფრიდონის წარმატებები და ვუსურებ კიდევ დიდ გამარჯვებებს! კიდევ ერთხელ ვულოცავ ფრიდონსა და საქართველოს ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას!“,- წერს მეშველიანი სოციალურ ქსელში.

ფრიდონ გიგანის მორიგი წარმატება

0

საქართველო ევროპის ჩემპიონია!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რუსეთის ქალაქ უფაში ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წევრი ბოლნისელი ფალავანი, ფრიდონ გიგანი გახლავთ.

ბოლნისის ,,სიონი” ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულია

0

თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის ,,სიონმა”, საფეხბურთო კლუბი ,,გაგრა” ანგარიშით 2:1 დაამარცხა და კრისტალბეთ ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა. ,,გაგრას” კარში გოლები გიორგი ივანიაძემ და თომა ტაბატაძემ გაიტანეს. ,,სიონმა” ამ გამარჯვებით ეროვნულ ლიგაში დაბრუნება შეძლო და ახალი სეზონიდან ბოლნისური გუნდი უკვე საქართველოს მთავარ საფეხბურთო ჩემპიონატში იასპარეზებს.

,,სიონისა” და ,,გაგრას” შორის გამართულ მატჩს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნოციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.აღსანიშნავია, რომ ეროვნული ლიგა 2-ის ეგიდით “სიონის” კაპიტანმა დათა სიჭინავამ 100 გოლი გაიტანა. კაპიტანს სიმბოლური საჩუქარი, სიონის სპორტულმა დირექტორმა, ჯონი ჯაგიდისმა გადასცა.

,,საფეხბურთო კლუბი ,,სიონი” ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. ვულოცავ,,სიონის” ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ჩვენი გუნდი ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, “სიონში” არაერთი ცნობილი ფეხბურთელი აღიზარდა, რომელმაც ქართული საფეხბურთო ტრადიციები ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანა.” სიონის” ყოველი წარმატება განსაკუთრებით გვახარებს, რადგან ამ გუნდმა თითოეულ ბოლნისელს ფეხბურთის სიყვარული ასწავლა. ჩვენი გუნდი ბოლნისის სპორტულ ცხოვრებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის პროცესში უდიდეს როლს ასრულებს, ამიტომ, ბოლნისური გუნდის გამარჯვებები ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა უმაღლეს ლიგაში თამაში უფლება მოიპოვა და მჯერა, ჩვენი ბიჭები ჩემპიონობისთვის შეუპოვრად იბრძოლებენ. დარწმუნებული ვარ, ბოლნისური გუნდი მომავალშიც არაერთხელ გაგვახარებს, ბოლნისელი გულშემატკივარი კი თავის საყვარელ გუნდს ყოველთვის დიდი მონდომებით უგულშემატკივრებს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.