2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად წალკის მუნიციპალიტეტში პირველი საკრებულოს სხდომა გაიმართა და ახალი შემადგენლობა დაკომპლექტდა.საკრებულოს პირველ სხდომას წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე დაესწრო.საკრებულოს პირველი სხდომა 25-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ფურცელაძემ გახსნა. სხდომას წარუძღვა უხუცესი საკრებულოს წევრი, მელიტონ პაკელიანი. საკრებულოს პირველ სხდომაზე, რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატებმა, ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ, ირაკლი გიგინეიშვილი აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომრის არჩევის შემდეგ, ირაკლი გიგინეიშვილმა, დაასახელა თავმჯდომრის პირველი მოადგილის და მოადგილეების კანდიდატურები, ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით პირველ მოადგილედ გოჩა ხაჩატურიანი, მოადგილეებად კი – ავთანდილ ვანაძე და რადიკ სარკისიანი აირჩიეს.საკრებულოს სხდომაზე შეიქმნა 5 კომისია და 2 ფრაქცია.საკრებულოს სულ 30 დეპუტატი ჰყავს, მათგან: 20 წევრი – “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”, 6 – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 1 – “სტრატეგია აღმაშენებელი”, 1 – “პროგრესი და თავისუფლება”, 1 – “გახარია საქართველოსთვის”, 1 – “დამოუკიდებელი კანდიდატი”.
სარეაბილიტაციო დღის ცენტრი შშმ პირთა საერთაშორისო დღეს შეუერთდა
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადი“-ს ბენეფიციარებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, საკუთარი ხელით შექმნილი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს.
,,პანდემიამ ძალიან შეგვაფერხა, მაგრამ მაინც მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს პერიოდი. იანვრიდან დაიწყო თანამშრომლების გადამზადება. ჩამოგვიტანეს უამრავი სამუშაო მასალა და სამომავლოდაც, უამრავ ღონისძიებას ვგეგმავთ. მადლობა ქალბატონ ელისოს, ასეთი ზრუნვისთვის და გვერდში დგომისთვის,“განაცხადა ბოლნისის დღის ცენტრის დირექტორმა, თამარ გვიდიანმა.
ღონისძიება საერთაშორისო ქსელის BICE მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ქალთა კავშირის „რეა“ და ბოლნისის დღის ცენტრის თანამშრომლობით ხორციელდება. ,,რეა“-ს წარმომადგენელმა ელისო რეხვიაშვილმა, თანამშრომლებისთვის და სტუმრებისთვის პროექტის პრეზენტაცია მოაწყო და ისაუბრა როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო გეგმებზე.
,,როგორც მოგეხსენებათ,პანდემიამ ყველას პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ ვცდილობდით არ გავჩერებულიყავით, ამიტომ მუშაობა დავიწყეთ როგორც ბოლნისში, ასევე საქმიანობა განვაახლეთ – ასპინძასა და ახალქალაქში.
პროექტი ჩვენი ძველი პარტნიორის – BICE (საფრანგეთი, შვეიცარია) მიერ არის დაფინანსებული და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. იგი სხვადასხვა სასარგებლო, მათ შორის სახელობო, უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად, ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ბავშვებსა და მოზარდებში. პანდემიის პირობებში, ასეთი მუშაობა, ახალ მიდგომებს მოითხოვს ჩვენი ცენტრების და აგრეთვე, პარტნიორი ორგანიზაციის – ბოლნისის ‘’განთიადის“ პედაგოგებისგან. მათ მოუწიათ ბენეფიციარებთან მუშაობა „ონლაინ“ რეჟიმში, ამ მიდგომებს პოსტპანდემიურ პერიოდშიც გამოვიყენებთ. ჩვენ შშმ პირთა საერთაშორისო დღეს დავამთხვიეთ ეს ღონისძიება. გამოვფინეთ პროექტის ფარგლებში გაკეთებული ნივთები, გვქონდა მცირე პრეზენტაცია და სამომავლოდაც ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებს. ასევე პროექტის ერთ-ერთი მიმართულება გახლდათ პირველადი საჭიროების მქონე ნივთებით ბენეფიციარების უზრუნველყოფა. ეს ისეთი ნივთებია, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს,“ განაცხადა კავშირი ,,რეა“-ს გამგეობის თავმჯდომარემ და პროექტის ხელმძღვანელმა ელისო რეხვიაშვილმა.


სოფელ ნახიდურში შშმ პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრი გაიხსნა
3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის სივრცეში, შშმ პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა. აღნიშნული დღის ცენტრი ააიპ „საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლებისა და განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელობით და მუნიციპალიტეტის მერის ხელშეწყობით დაფუძნდა, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომ სასწავლო გარემოს, სადაც ბენეფიციარებს, ინდივიდუალური საჭირო მოთხოვნებიდან გამომდინარე, აკადემიური სწავლების გარდა, ფიზიკური უნარების განმავითარებელი გაკვეთილებიც ჩაუტარდებათ. შშმ პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას, მუსიკალური ნომრებით: შაბან მამედოვი, სასულიერო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი და „ამერ იმერი“ აფორმებდნენ. ღონისძიების ბოლოს, მაჟორიტარი დეპუტატის ბოლნისის ბიუროს წარმომადგენელმა ცენტრის დამფუძნებელს, სიმბოლური საჩუქარი გადასცა და მათ დეპუტატის მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღუთქვა.დღის ცენტრის გახსნას, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე და მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხათუნა კობახიძე, ააიპ „საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაციის“ სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი და სოფელ ნახიდურის სსსმ და შშმ პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრის დირექტორი:
-დღის ცენტრში ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბენეფიციარების დოკუმენტაციის მომზადება და კონსულტაციები მშობლებთან, რომლებმაც სამწუხაროდ, არ იციან იმ სოციალური სერვისების შესახებ, რომლებსაც მათ სახელმწიფო სთავაზობთ, ჩვენს ცენტრში 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები მიიღებიან 3 ძირითად ჯგუფად, რომლებიც სახელმწიფო ვაუჩერული სისტემით დაფინანსდებიან.
გოჩა ვარდოსანიძე, „სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრის დამფუძნებელი:
-სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის დირექტორთან, კახა ჩუბინიძესთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს გაჩნდა იდეა, რომ სკოლაში გახსნილიყო დღის ცენტრი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ექნებოდათ შესალებლობა მიეღოთ სრულფასოვანი განათლება. იდეა მალევე მოვიყვანეთ სისრულეში, პრემიერ მინისტრს მივმართე თხოვნით სკოლაში გამოეყოთ ფართი, რა თქმა უნდა მხარდაჭერა გვქონდა ასევე მუნიციპალიტეტის მერიიდანაც. დღის ცენტრი ადაპტირებულია და აღჭურვილია ყველა სპეცინვენტარით.
კახაბერ ჩუბინიძე, ნახიდურის საჯარო სკოლის დირექტორი:
-მოგეხსენებათ, წლების მანძილზე, ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებს ინკლუზიური კაბინეტი, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა, სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა ამბიცია გაგვეფართოებინა არსებული კაბინეტი და ბატონ გოჩას შევთავაზე გაეხსნა დღის ცენტრი, მოგეხსენებათ, სოფელი დიდია და აქ არიან გარკვეული რაოდენობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სამწუხაროდ, ზოგიერთ მათგანს არ აქვს საშუალება მიიღოს განათლება. სწორედ ეს ცენტრი მისცემს მათ შესაძლებლობას სარკმლიდან აღარ უყურონ სამყაროს.

ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა ჩაატარა
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველის სხდომა გაიმართა, რომელიც სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, წარმომადგენლობით ორგანოში ორი პარტია შევიდა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ უმრავლესობით და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ექვსი წევრით. ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა 12 საათზე დაიწყო, რომელიც ბოლნისის №23 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. მან დეპუტატებს და დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააცნო. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას უხუცესი წევრი ნონა რეხვიაშვილი უძღვებოდა. მან დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად თამაზ ჟორჟოლიანი წარუდგინა, რის შემდეგაც რეგლამენტის შესაბამისად, ფარული კენჭისყრით, საკრებულოს თამჯდომარედ თამაზ ჟორჟოლიანი აირჩიეს. ასევე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი მირიანაშვილი, რასულ ბახტიაროვი და ნონა რეხვიაშვილი. 36 წევრიან საკრებულოში, 12 მაჟორიტარული, 24 კი პროპორციული სისტემით არჩეული წევრია. სხდომაზე დაკომპლექტდა ხუთი კომისია და მოხდა ამავე კომისიების თავმჯდომარეების არჩევა. ფარული კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობა არ მიიღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.
პროექტის ფარგლებში, ბოლნისის ორ ბაღში რესურს–ოთახები საჭირო ინვენტარით აღიჭურვა
საერთაშორისო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკა“ და პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია „ედუკატორი“, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, მომდევნო 3 წლის მანძილზე საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის 20 საბავშვო ბაღში, მათ შორის ბოლნისის #3 და სოფ. რატევნის საბავშვო ბაღებში განახორციელებს პროექტს „თითოეული ბავშვისათვის–სკოლამდელი განათლების ადგილობრივი პოლიტიკის სისტემური მხარდაჭერა“. პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის: ე.წ. რესურს–ოთახების შექმნას, შერჩეული საბავშვო ბაღებიდან აღმზრდელების დატრენინგებას ამ ოთახების ეფექტურად მართვისათვის, ასევე, მეთოდისტებისა და ბაღების დირექტორების/მენეჯერების ტრენინგებს სხავდასხვა თემებზე, შეხვედრებს მშობლებთან, სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას, სკოლამდელი განათლების ელექტრონული პლატფორმის შექმნას, იმ ბაღების ეზოების კეთილმოწყობას, სადაც გაიხსნება რესურს ოთახები, ასევე შენობების მდგრადობის შემოწმება/შეფასებას კვალიფიციური ინჟინრების მიერ, სოციალურ მედია მხარდაჭერას, სასწავლო ვიზიტს პოლონეთში და სხვა საქმიანობას.პროექტის ფარგლებში უკვე გადამზადდნენ აღმზრდელები და მეთოდისტები. ამჯერად კი მოხდა რესურს–ოთახების აღჭურვა ავეჯით, სათამაშოებით, განმავითარებელი რესურსებით.



საკლასო ოთახში შევა ის მასწავლებელი, რომელიც ამას იმსახურებს“ – მიხეილ ჩხენკელი
განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა მასწავლებლებზე და განაცხადა, რომ სკოლებში უკვე გამოცხადებულია ვაკანსიები, შესაბამისად, მათ მიეცემათ სკოლაში დასაქმების საშუალება, კონკურსის გავლის შემდეგ:
„ახალგაზრდა პედაგოგების დიდი რაოდენობა შემოვა სისტემაში; ვაკანსიები გაჩნდა და იანვრიდან უკვე დაიწყება კონკურსები სკოლებში, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ კონკურსები ჩატარდება უმაღლეს დონეზე და საკლასო ოთახში შევა ის მასწავლებელი, რომელიც ამას იმსახურებს. აქ ორი მთავარი კრიტერიუმია – უნდა იცოდეს საგანი და ასევე, როგორ ასწავლოს ეს საგანი!“
მინისტრმა პრაქტიკოსი პედაგოგებიც ახსენა და განმარტა, რომ ისინი, ვინც ზღვარი გადალახა, სტატუსს ავტომატურად აიმაღლებენ, ხოლო დანარჩენების ადგილას გამოცხადდება კონკურსი:„პრაქტიკოსი მასწავლებლები ვინც გადალახა ზღვარი და მათ მინდა მივულოცო, ავტომატურად აიმაღლებენ სტატუსს, ხოლო ვინც ვერ გადალახა, იანვარში იქნება კონკურსი და თუ შემოვიდა ახალი კადრი, ახალი მასწავლებელი ეყოლება სკოლას“.
გოგი მეშველიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა
საქართველოს პარლამენტის წევრს ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარს , გოგი მეშველიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. დეპუტატი Facebook-ზე წერს რომ, იგი თავს კარგად გრძნობს, გადის მკურნალობის შესაბამის კურსს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. „მეგობრებო , დამიდასტურდა კოვიდ-19 ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და გავდივარ შესაბამისი მკურნალობის კურსს, მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განვაგრძობ და მალე დაგიბრუნდებით.“ – წერს გოგი მეშველიანი
საბავშვო თეატრმა „ბიზი“-მ ბოლნისში სპექტაკლი წარმოადგინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ბოლნისში, აზერბაიჯანულმა საბავშვო თეატრმა „ბიზი“-მ სპექტაკლის ჩვენება გამართა. პატარა მსახიობებმა კულტურის სახლის სცენაზე ცნობილი ქართველი კლასიკოსის, ვაჟა-ფშაველას უკვდავი პიესა „ტყის კომედია“ გააცოცხლეს.
აღნიშნული სპექტაკლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის სახლის ხელშეწყობით და მხარდაჭერით გაიმართა.
საბავშვო თეატრი „ბიზი“ სპექტაკლით „ტყის კომედია“ გარდაბანს, რუსთავსა და მარნეულსაც სტუმრობდა.
სპექტაკლში თამაშობენ პატარა მსახიობები – ზეჰრა აკიპ, ნურაი ახმედოვა, სეიმურ მურადოვი, ამილ გასანოვი, რაბია ახმედოვა, ნური გურბანოვი, აზამ ეფენდიევა, ისლამ აკიპ, ნეძათი ალიევი, მილანა ალიევა, ონურ მურადოვი, სამირ აზიზოვი და მარიამ ალიევა.
სპექტაკლის რეჟისორი საბავშვო თეატრ “ბიზი”ს სამხატვრო ხელმძღვანელი ბინალი ისლამოღლუ, მხატვარი აზმუს, კოსტიუმების მხატვარი კი მაჰნურ ენვერია.



ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
,,ხულუტის ციხის’’სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, მოხდა ციხე- დარბაზის ნაყარი მიწა-ნაგავისგან გაწმენდა. გაცილებით რთული აღმოჩნდა VIII კოშკის მდგომარეობა, სპეციალური მეთოდით მოხდა კოშკზე არსებული ბზარის „ამოკერვა“ და გაწმენდის დროს აღმოჩენილი ავთენტური საფეხურების კონსერვაცია. ასევე დასრულებულია იატაკის მოწყობის ყველა საჭირო სამუშაო და უსაფრთხო გადაადგილებისთვის კოშკთან ასავლელ ბილიკზე გაკეთდა ლითონის მოაჯირი. გაწმენდითი სამუშაოების დროს ციხე-დარბაზში აღმოჩენილი იქნა ქვევრები, კერამიკის ნაწილები და შურდულით სასროლი რკინის ბურთულები. ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგები „ საყდრისის კომიტეტმა“ რესტავრატორებთან ერთად საზოგადოებას გააცნო.
აღსანიშნავია, რომ ხულუტის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქამდე არასდროს ჩატარებულა.რეაბილიტაციის პროცესს წინ უძღოდა მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები; ვინაიდან ძეგლი კომპანია “არ ემ ჯის“ საწარმოო ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს, სამუშაოებს კომპანია აფინანსებს. პროექტის ღირებულება შეადგენს 776 000 ლარს,
ყაფლან ორბელიშვილის მიერ აშენებული 5 კოშკისგან შემდგარი 8 სართულიანი ხულუტის ციხე- დარბაზი, XVII საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნება და ის ერთ-ერთი გამორჩეული და მდგრადი ციხე-დარბაზია საქართველოში.
2006 წელს ხულუტს ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდროების ძეგლის სტატუსი მიენიჭა.საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი“ ციხე-დარბაზს 2017 წლიდან იცავს და ის მეექვსე ძეგლია რომლის რეაბილიტაციაც „საყდრისის კომიტეტის“ აქტივისტების ინიციატივით და მონიტორინგით მიმდინარეობს.
ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც სინოდის დადგენილებაშია ასახული.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა მისი განმარტება, უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო, კვლავ გავიმეორებთ, რომ აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა. და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში, ქრისტიანისათვის რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმ. სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია.
კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, რომ მათი ქმედებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ გასცდეს სინოდის განჩინებას. თვითნებობის შემთხვევაში კი მრევლს შეუძლია მომართოს საქართველოს საპატრიარქოს.