პარასკევი, აგვისტო 15, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 141

არემჯიში სამთოელის დღე აღინიშნება

0

17 დეკემბერს კომპანია არემჯიში სამთოელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. უკვე მე-3 წელია, რაც კომპანიამ მივიწყებული ტრადიცია აღადგინა და  3500-მდე  დასაქმებულთან ერთად, პროფესიულ დღესასწაულს სამთოელის დღეს აღნიშნავს.

ტრადიციულად, კომპანიის მენეჯმენტმა წლის ხუთი საუკეთესო თანამშრომელი გამოავლინა და მათ სამთოელის ჯილდოები გადასცა.

 2021 წლის სამთოელები გახდნენ: არჩილ ჯაყელი – წარმოების დირექტორის მოადილე, რეზო ლობჯანიძე – წარმოების დირექტორის მოადილე, კახაბერ კეკელიძე – სპილენძის გამამდიდრებელი ფაბრიკის უფროსი, ლალი ჯავახიშვილი – ფეთქი მასალების საწყობის უფროსი და როზა გველესიანი – ინჟინერ-კონსტრუქტორი.

წელს პირველად  დაჯილდოებაზე დასახელდა წლის საუკეთესო დეპარტამენტებიც. სამთოელის ჯილდო კომპანიის კოვიდ 19-ის მართვის ოპერატიულ შტაბს და გარემოს დაცვის დეპარტამენტს გადაეცა.

ღონისძიებაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ  2021 წელი შეაჯამა და მოწვეულ სტუმრებს, კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ვულოცავ ყველა ჩვენ თანამშრომელს სამთოელის დღეს! მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის უკან 3500-მდე დასაქმებული და მათი ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომა დგას, ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველა სამთოელს! მათ ვინც ახლაც, სხვადასხვა ლოკაციაზე პირნათლად ასრულებს საკუთარ მოვალეობას და მუშაობს საკუთარი ოჯახის, რეგიონის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.“ – განაცხადა არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმართველობის,  არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში ჩართული სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ღონისძიება კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა შეაჯამა. მან დამსწრე  საზოგადოებას მიმდინარე წელს კომპანიის მიერ მიღებული ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და  კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნო.

შოთა ადამაშვილის პირველი ვიდეოკლიპი

0

ბოლნისელმა მომღერალმა შოთა ადამაშვილმა საკუთარ სიმღერაზე პირველი ვიდეოკლიპი გადაიღო.

რეჟისორები:თეა ვაწაძე და ვლადიკ რავიჩი.

ბოლნისში საახალწლო სამზადისი დაიწყო

0

საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ბოლნისელებისთვის, ტრადიციულად სხვადასხვა საახალწლო დეკორაციით, მოეწყობა მერიის მიმდებარე ტერიტორია, განათებები დამონტაჟდება ცენტრალურ ქუჩებზე, გრანდიოზული სანახაობით, საზეიმო ვითარებაში განათდება ნაძვისხე, 24 დეკემბერს წინასაახალწლო კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დაგვირგვინდება.

2022 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება გაიზრდება

0

პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან მისი დაფინანსება 20 მილიონი ლარით გაიზრდება. მისი თქმით, ასევე დაგეგმილია თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების, პერსონალის ანაზღაურების გათანაბრება, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებით:

„მომავალ წელს უკვე დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის დაფინანსდება სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები. მომდევნო წლიდან სკოლებში სკოლის ექიმის მომსახურების მიწოდება და სამედიცინო კაბინეტების ფუნქციონირება სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტის შესაბამისად განხორციელდება. ასევე გეტყვით, რომ დაახლოებით 3000-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა ბინები წელს და ამდენივეს გადაეცემა გაისად. უკვე ვახსენე პენსიებზე და სხვადასხვა ინსტრუმენტზე, რომელთა საშუალებითაც მომდევნო წელს ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა კომპანია „არემჯის“ თანამშრომლებს სამთოელის დღე მიულოცა

0

უკვე მე-3 წელია, რაც კომპანია „არემჯიმ“ მივიწყებული ტრადიცია აღადგინა და 3500-მდე დასაქმებულთან ერთად, პროფესიულ დღესასწაულს, სამთოელის დღეს აღნიშნავს. სამთოელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე კომპანიის მენეჯმენტმა წლის საუკეთესო 5 თანამშრომელი გამოავლინა. წელს პირველად დასახელდა ასევე წლის საუკეთესო დეპარტამენტიც.საზეიმო ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, დმანისისა და თეთრიწყაროს ახლად არჩეულ მერებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში ჩართული კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების წარმომადგენლები, ასევე ტიტულოვანი სპორტსმენები ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი, რომლებმაც 2021 წლის საუკეთესო სამთოელების გამოვლენაში მერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს.ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დამსწრე საზოგადეობას სიტყვით მიმართა და კომპანიის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.სამთოელის დღე, 2019 წელს, „არემჯის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, კორპორატიულ დღედ დაწესდა და კომპანიაში დასაქმებული 3500-მდე თანამშრომლისთვის უქმე დღედ არის გამოცხადებული. კომპანიაში ყოველწლიურად 17 დეკემბერს წლის შემაჯამებელი ღონისძიებები იმართება. „მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა „სამოთოელის დღე“ კომპანია „არემჯის“ თანამშრომლებისთვის მიმელოცა. მოგეხსენებათ, სამთო-მოპოვებით მრეწველობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და თითოეული სამთოელის როლი ამ მხრივ განსაკუთრებულია. ბოლნისის მერია ყოველთვის ცდილობს კერძო ბიზნესს ხელი შეუწყოს და მას რაც შეიძლება ხელსაყრელი სამუშაო გარემო შეუქმნას, ამის ნათელი დასტური კი „არემჯისა“ და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობაა. უდავოდ სამაგალითოა კომპანიიის დამოკიდებულება თანამშრომლებისადმი, „არემჯიში“ აფასებენ აქ დასაქმებულ პირებს და ამ მხრივ კომპანია ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, რისთვისაც „არემჯის“ ხელმძღვანელებს დიდ მადლობას ვუხდი“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკას მადლიერი პაციენტის წერილი

0

ჩემი ოჯახი, რამდენიმე თვის წინ, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დადგა,  მეუღლე გია კარგარეთელი კოვიდით დაავადდა და საკმაოდ დამძიმებული, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გადავიყვანეთ, სადაც უმძიმესი დღეები გამოვიარეთ.  ჩემი ოჯახი ხელახლა დაიბადა,მაშინ,  როდესაც თითქმის დამთავრებული გვეგონა, სწორედ მაშინ მოახდინა  სასწაული უფალმა და გამომიგზავნა ისეთი ადამიანები როგორებიც არიან ბოლნისის ცენტრალური კლინიკაში, ეს იყო სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება, რასაც მთელმა კოლექტივმა,  კლინიკის ხელმძღვანელებმა, დარეჯან ჩხეტიანმა და გია სანიკიძემ მედპერსონალთან ერთად, თავგანწირული შემართებით, ღირსეულად გაართვა თავი, უდიდესი მადლიერება და პატივისცემა მათ ამისთვის.  

ოჯახის და ნათესავების სახელით დიდი მადლობა მთელ კოლექტივს:

ისმაილ ქევხიშვილს, გიორგი ჭუჭულაშვილს,

 ლალი სიკინჭალაშვილს, ქეთი მახარაშვილს, დოდო არეშიძეს, თამრიკო რობაქიძეს,  მაია მუშკუდიანს, ნელი გუგუსიანს, ზეხრა ბაირამოვას  და  ეკა მიქელაძეს, ამ საოცარმა გუნდმა, ჩემი ოჯახი დიდი ტრაგედიისგან იხსნა, პროფესიონალმა და თავდადებულმა ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ კოვიდი განაჩენი არაა, კლინიკებში ხალხს   არჩენენ და სიცოცხლის საშუალებას აძლევენ.

პატივისცემით:  მზია თუთიაშვილი.

სოფელ რატევნის საჯარო სკოლას ისრაელის სახელმწიფოს ელჩი სტუმრობდა

0

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევნის საჯარო სკოლაში, საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი სატრენინგო სივრცე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, რომელიც ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტომ , ,,მოხალისე ჰაბთან” ერთად შესრულებული პროექტის ფარგლებში მოაწყო.

,, აღნიშნული სივრცე შესანიშნავი საშუალება იქნება მოსწავლეებისთვის, როგორც ფორმალური  ასევე არაფორმალური განათლების მიღების მიზნით.

სასკოლო საზოგადოების სახელით, უდიდეს მადლობას ვუხდი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში, ბატონ რან გიდორს, საელჩოს თანამშრომლებს, ,,მოხალისე ჰაბის” თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი ხუჭუას და ყველა მოწვეულ სტუმარს, ვინც ჩვენი სკოლის სიხარული გაიზიარა და მოგვილოცა ეს შესანიშნავი ზეიმი სკოლაში!

დიდი მადლობა, ჩვენის სკოლის კურსდამთავრებულს, მარიამ დევნოზაშვილს, ამ შესანიშნავ ადამიანებთან დაკავშირებისთვის,“-განაცხადა სკოლის დირექტორმა მაია ხარაიშვილმა.

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია

0

ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ ატაც­ში ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა და მსოფ­ლიო რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა.

ტაშ­კენ­ტში მიმ­დი­ნა­რე ძა­ლო­სან­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ ატაც­ში 210/218/225 კგ. დაძ­ლია და ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა რეხვიაშვილს ბოლნისის საპატიო მოქალაქის ჯილდო გადასცა

0

ყოფილ დეპუტატს, ბოლნისის კოლორიტსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარეს, შოთა რეხვიაშვილს, 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის საპატიო მოქალაქის ჯილდო პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად გადასცა.

საპატიო მოქალაქის ჯილდო შოთა რეხვიაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაიმსახურა.

შოთა რეხვიაშვილი, კარიერის განმავლობაში, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა. 2013 წელს ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატად აირჩიეს. 2019 წლიდან დღემდე კი შოთა რეხვიაშვილი მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარეა.

„75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბოლნისის კოლორიტ შოთა რეხვიაშვილს, ბოლნისის საპატიო მოქალაქის ჯილდო გადავეცით. ბატონ შოთას ჩვენი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ის დღემდე აქტიური მოქალაქეა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარის საპასუხისმგებლო თანამდებობასაც იკავებს. ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის აფასებს მუნიციპალიტეტის გამორჩეულ მოქალაქეებს და ბატონი შოთასთვის საპატიო მოქალაქის ჯილდოს გადაცემა ამის ნათელი დასტურია. ვიმედოვნებ, შოთა რეხვიაშვილი კვლავ აქტიურად გააგრძელოებს საზოგადეობრივ საქმიანობას და ამით მაგალითს მისცემს ჩვენს ახალ თაობას“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.