ორშაბათი, ივნისი 23, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 100

როდის განახლდება სასწავლო პროცესი პირველ საჯარო სკოლაში

0

ქალაქ ბოლნისის, №1 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი,  სარემონტო სამუშაოების გამო, შეჩერებული იყო. ამ ხნის მანძილზე  მოსწავლეები ქალაქის  2 სკოლაში  გადანაწილდნენ.  2020 წლის ნოემბრის თვიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სკოლის ისტორიულ შენობაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. პირველ ეტაპზე მოხდა მთლიანი შენობის გამაგრებითი სამუშაოები. გადაიხურა და ჩაისვა ახალი კარ-ფანჯა. კეთილმოეწყო ეზოს გარე პერიმეტრი, შემოიღობა,  დაიგო ასფალტის საფარი, გაკეთდა სპორტული მოედანი და ტრენაჟორები.

რაც შეეხება შენობის შიდა პერიმეტრს, აქაც გრანდიოზული სამუშაოები შესრულდა. მოიხსნა ტიხრები და გაფართოვდა არასტანდარტული პატარა საკლასო ოთახები, 3 საკლასო ოთახის ბაზაზე გაკეთდა დიდი, თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა, შესაბამისად აღიჭურვა ქიმიისა და ფიზიკის კაბინეტები, სააქტო და სპორტული დარბაზები. სველ წერტილებთან და საპირფარეშოებთან დაკავშირებული პრობლემა, მთლიანად მოგვარდა. დამონტაჟდა 25 ტონიანი წყლის რეზერვუარი, რაც წყლის უწყვეტ  მიწოდებას უზრუნველყოფს. მთლიანად შეიცვალა და დამონტაჟდა  გათბობის ახალი სისტემა.

შშმ და სსმ მქონე მოსწავლეებისთვის სკოლა სრულიად ადაპტირდა, გაკეთდა როგორც გარე, ასევე შიდა ელექტრონული პანდუსი, მეორე სართულზე კომფორტული გადაადგილებისთვის დამონტაჟდა ლიფტი .

რაც შეეხება სკოლის ინტერიერს, ფერების არჩევანი არ იყო ერთპიროვნული, სკოლის ვებ-გვერდზე დაიდო გამოკითხვა და ხმათა უმრავლესობით შეირჩა, თბილი ნათელი ფერები. მთლიანი სკოლის შიდა სივრცე ღია ფერებშია გადაწყვეტილი. ავეჯიც და ტექნიკაც დამონტაჟდება ახალი.  ერთადერთი,  რაც ხელშეუხებელი დარჩა,  ისტორიული ფასადიa, რომელიც 1942 წელს აშენებულ, პირვანდელ სახეს ინარჩუნებს.

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ახალ 2022-23 სასწავლო წელს, სკოლა მშობლიურ გარემოში დარეკავს ზარს, 800-მდე მოსწავლე საკუთარ საკლასო სივრცეებს დაუბრუნდება და მეცადინეობები 2 ცვლაში მოხდება. ახლად რეაბილიტირებული სკოლა სრულად აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს, რაც პირდაპირ აისახება სწავლის ხარისხზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

0

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, კულტურის სახლის, სამუსიკო სკოლისა და მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე სკვერების გამწვანების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.სამწუხაროდ, სამუშაოების მიმდინარეობისას, დაფიქსირდა ვანდალიზმის შემთხვევები. კერძოდ, ბოლნისის სამუსიკო სკოლის წინ მდებარე სკვერში უცნობმა პირებმა მოიპარეს უკვე დარგული მცენარეები. გამწვანების მასშტაბური სამუშაოების მიზანი ქალაქში არსებული სკვერების იერსახის გაუმჯობესებაა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მოწესრიგებულ, გალამაზებულ სკვერებში შეძლონ დროის სასიამოვნოდ გატარება. აღნიშნული ტერიტორიები საჯაროა, შესაბამისად, მისი მოვლის ვალდებულება, ადგილობრივ თვითმმართველობის მიერ შექმნილი შესაბამისი სამსახურის გარდა, თითოეულ მოქალაქესაც ეკისრება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მოვუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს.ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია გმობს ამ ვანდალურ ქმედებას და გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე უკვე მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

0

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, კულტურის სახლის, სამუსიკო სკოლისა და მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე სკვერების გამწვანების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
სამწუხაროდ, სამუშაოების მიმდინარეობისას, დაფიქსირდა ვანდალიზმის შემთხვევები. კერძოდ, ბოლნისის სამუსიკო სკოლის წინ მდებარე სკვერში უცნობმა პირებმა მოიპარეს უკვე დარგული მცენარეები.
გამწვანების მასშტაბური სამუშაოების მიზანი ქალაქში არსებული სკვერების იერსახის გაუმჯობესებაა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მოწესრიგებულ, გალამაზებულ სკვერებში შეძლონ დროის სასიამოვნოდ გატარება. აღნიშნული ტერიტორიები საჯაროა, შესაბამისად, მისი მოვლის ვალდებულება, ადგილობრივ თვითმმართველობის მიერ შექმნილი შესაბამისი სამსახურის გარდა, თითოეულ მოქალაქესაც ეკისრება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მოვუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია გმობს ამ ვანდალურ ქმედებას და გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე უკვე მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

,,არემჯიმ“ Green Business Forum 2022-ზე კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

0

სასტუმრო ,,ჰილტონმა’’ მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებულ Green Business Forum 2022-ს უმასპინძლა რომელზეც კომპანიებმა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

Green Business Forum არის პრეზენტაციების ღონისძიება, რომლის მიზანია წარმოაჩინოს კომპანიების გარემოსდაცვითი პოლიტიკა და განიხილოს საქართველოს პერსპექტივები მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით.

ღონისძიებაზე მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე, ისაუბრებეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ და სხვადასხვა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა.

,,არემჯი’’, რიგით მე-6 𝗚𝗿𝗲𝗲𝗻 𝗕𝘂𝘀𝗶𝗻𝗲𝘀𝘀 𝗙𝗼𝗿𝘂𝗺 𝟮𝟬𝟮𝟮-ის გენერალური სპონსორი და ღონისძიებაზე ბოლნისური ღვინოების ოფიციალური წარმდგენიც იყო.კომპანიის დირექტორის მოადგილემ გადრემოსდაცვით საკითხებში, ალექსანდრე დევიძემ,  ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი წარუდგინა საზოგადოებას, რომელსაც კომპანია გარემოსდაცვითი მიმართულებით ახორციელებს.

,, ,,არემჯი, მწვანე ბიზნესის ფორუმში უკვე მეორედ მონაწილეობს. დამსწრე საზოგადოებას, 2017-2022 წელს გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული 100-მდე ღონისძიება და მისი შედეგები წარვუდგინეთ. ფორუმის მონაწილეებს, გავაცანით კომპანიის გარემოსდაცვითი მიმართულების სამომავლო გეგმებიც – გარემოსდაცვითი პოლიტიკის განახლებული დოკუმენტი, რომელიც კომპანიას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად საქმიანობის წარმართვას შეუწყობს ხელს.’’ – აცხადებს, ალექსანდრე დევიძე, დირექტორის მოადგილე გარემოსდაცვით საკითხებში.

დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისში

0

  დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის ფარგლებში, ,,დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის,  მოწვეულმა სპიკერმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსის მოადგილე  ერეკლე შუბითიძემ დამსწრე საზოგადოებისთვის ისაუბრა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმზე.                                                                                                         აღნიშნული პროექტი, ქვემო ქართლის რეგიონში ყოველთვიურად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით  ხორციელდება, მისი მიზანია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვა.

დაგეგმე შენი ბიუჯეტი

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, მოქალაქეთა ინიციატივებისთვის 1 500 000 ლარი იქნება გათვალისწინებული.

პროექტის ფარგლებში, სულ 5 ინიციატივა დაფინანსდება, თითოეული პროექტის ღირებულება 300 000 ლარს არ უნდა აჭარბებდეს. 5 ინიციატივას კი თავად მოქალაქეები კენჭისყრის გზით შეარჩევენ. 2 პროექტი დაფინანსდება ქალაქ ბოლნისში (ქალაქში განსახორციელებელი იდეებიდან ყველაზე მეტ ხმას რომელი 2 პროექტიც მიიღებს), ხოლო 3 პროექტი სასოფლო დასახლებებში (სოფლებში განსახორციელებელი იდეებიდან ყველაზე მეტ ხმას რომელი 3 პროექტიც მიიღებს).

ადევნე თვალი სიახლეებს პროექტის Facebook გვერდზე – დაგეგმე შენი ბიუჯეტი – ბოლნისი / Bolnisi.

https://www.facebook.com/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-Bolnisi-103099852486396

„ჩემი შემოქმედება ცხოვრებისეული, გულიდან წამოსულია“ – ლექსებში გადმოცემული განცდები

0

„ამ ქვეყანაზე ყველაფერი წარმავალია, გარდა შენი ადამიანობისა, რომელიც რჩება, ვცდილობ ისე ვიცხოვრო, უკან მოხედვის არ შემრცხვეს. ცხოვრების ძირითადი კრედო სწორედ მეგობრობა, სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა. ჩემი შემოქმედება ცხოვრებისეული, გულიდან წამოსულია“ – „გაზეთი ბოლნისი“  სხვა კუთხით გაგაცნობთ ბოლნისელ ახალგაზრდას ლევან ფრუიძეს, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია განცდებს, სიხარულს, ტკივილს და საფიქრალს ლექსებით გადმოსცემს. თუ სულში პოეზია გინთია, პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა, ეს ნიჭია, რომელიც ადამიანის გონებაში მწიფდება, ფესვებს იდგამს და დრო სჭირდება, რომ იფეთქოს, ლევანის შემთხვევაშიც ასე მოხდა, მისთვის უცნაური რამ, რომელიც შინაგან ხმას გავდა, გვიან მოვიდა, სიტყვებს რითმა მოჰყვა, სტრიქონს ახალი სტრიქონი, ასე დაიბადა და შეიქმნა მისი ლექსები.

 „მწერლობა პროფესია არ არის, ის ბედისწერაა, ნიჭია, რომელსაც ვერ გაექცევი, მე ბოლნისში დავიბადე, ეს ქალაქი ჩემი სახლია, მიყვარს ყველა კუთხე-კუნჭული, დავამთავრე პირველი საჯარო სკოლა, ბავშვობაში არასოდეს დამიწერია ლექსი, თუმცა ძალიან მიყვარდა მხატვრული ლიტერატურა, პოეზია, რაც ჩემი პედაგოგის მაგული გაბრიჭიძის დამსახურებაა, არ მახსენდება არცერთი ღონისძიება, სადაც არ მიმეღო მონაწილეობა, ამ კუთხით  აქტიური ბავშვი ვიყავი“.

-ლევან, როდის დაიწყე ლექსების წერა?

-2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში ვმსახურობდი, ვიყავი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელ პოზიციაზე, მე ასეთი ვარ, დაკისრებულ მოვალეობას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, ბოლომდე ვიხარჯები, მიწევდა ღამეების თენება, რამაც ჯანმრთელობის პრობლემა შემიქმნა, ამიტომ მომიწია სამსახურიდან წამოსვლა. ამ პერიოდს პანდემია დაემთხვა, ჩემმა გონებამ დაისვენა და აი მაშინ მოვიდა მუზა.

-რა შინაარსისაა შენი პირველი ლექსი?

-როგორც აღვნიშნე პანდემია იყო, ჩაკეტილები ვიყავით,  სამსახურის გარეშე, თითქოს მარტო დავრჩი. მიძინებულმა ნიჭმა გაიღვიძა, ვერ დავიძინე, რაღაც არ მასვენებდა, გონებაში რაღაც ფრაზები მოდიოდა, ირითმებოდა, თუმცა არ მიფიქრია, რომ  ლექსების წერა შემეძლო, მუზა მეორე დღესაც მოვიდა, შინაგანი ხმა გავრითმე, გავაშალაშინე და ამჯერად უკვე ტელეფონში მოვინიშნე, პირველი ლექსი სწორედ პანდემიას, უიმედობას ეკუთვნის.

უიმედობის შემიპყრო განცდამ,

ჩემი ფიქრები ზეცამდე ამაქვს,

 ამქვეყნად მხოლოდ უფალმა იცის,

გულით რამხელა ტკივილი დამაქვს.

ცხოვრების გზაზე ბევრმა გამწირა,

ბევრმაც დამიწყო კუდის ქიცინი,

როცა მარტო ვარ მწარედ ვტირივარ,

სხვის დასანახად მაინც ვიცინი.

 ვინც გაღიმებულ სახეს გიჩვენებს,

ის შეიძლება ზღვა დარდით დადის,

რადგან გულიდან ნადენი ცრემლი,

თვალის ჭრილამდე არასდროს ადის.

 ცა დაიქუხებს, წვიმა წამოვა,

 ყველას ასველებს, არავის არჩევს,

წვიმის წვეთები სახეს მისველებს,

სახეზე ცრემლს კი ვერავინ მამჩნევს.

-არცთუ ისე დიდიხანია, რაც წერ, რამდენი ლექსი გაქვს დაწერილი და ძირითადად რაზეა შენი შემოქმედება?

-ჩემი ლექსები ცხოვრებისეულია, გულიდან წამოსული. თითოეული  ადამიანობაზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე, გაუტანლობასა და ყოველდღიურ ყოფაზეა. ის რაც სიტყვებით  შეიძლება ვერ ვთქვა, სწორედ ლექსებით გადმოვცემ.

-ლევან, შენს ლექსებში განსაკუთრებული სიყვარული იგრძნობა სამშობლოს მიმართ, რას ნიშნავს შენთვის სამშობლო?

-კითხვაზე,  „რა არის სამშობლო?“ ნოდარ დუმბაძის სიტყვებს მოვიშველიებ – „სამშობლო ხაჭაპური როდია, რომ გულიდან მარტო ყველი გამოჩიჩქნო, ჭამო და ქერქი გადაყარო, სამშობლო ისაა, თავის ყველიან, ქერქიან, ნახშირიან, მტვრიანად, რომ შეჭამ და მოინელებ“. აი ესაა სამშობლო, რომლის გამო მზად ხარ ყველაფრისთვის. ჩემს ლექსებში კარგად ჩანს ჩემი სიყვარული ქვეყნის, დედა ეკლესიის და სარწმუნოების მიმართ.

-საზოგადოება თუ იცნობს შენს შემოქმედებას და როგორ შეხვდნენ?

-ლექსებს სოციალურ ქსელში ვანთავსებ, როცა პირველი ლექსი ავტვირთე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დადებითი კომენტარები, ბევრი გაოცდა, არ ელოდა. ხშირად შეკვეთილი ლექსებიც დამიწერია მეგობრებზე, ნათესავებზე, რომ არა ნიჭი, ლექსის წერას ნამდვილად ვერ შეძლებ, არის დღე, როცა სამი-ოთხი ლექსი დამიწერია, ხან კვირებიც გადის და სათქმელს თავს ვერ ვუყრი.

-გარდა სოციალური ქსელისა, არ გიფიქრია ფართო მკითხველს გააცნო  ლექსები?

-ვინაიდან ჩემი ლექსები ცხოვრებისეულია და შეიძლება აქედან ბევრი რამ ისწავლო, გაითვალისწინო, სწორედ ამიტომ მინდა მოვაწყო საღამო,  როგორც რიგითი ბოლნისელის შემოქმედება გავაცნო ახალგაზრდებს და დაინტერესებულ ადამიანებს.

-სამომავლო გეგმებზე გვიამბე, როგორც ვიცით წიგნის გამოცემასაც ფიქრობ.

-მინდა ჩემმა ლექსებმა მზის სინათლე იხილონ, დაახლოებით 150 ლექსი მაქვს დასაბეჭდად გამზადებული, თუმცა ყველაფერი თანხებთანაა  დაკავშირებული,  ლექსები სპონსორის მოლოდინშია,  მოფიქრებული მაქვს ყდის დიზაინიც, აუცილებლად უნდა იყოს სიონის საკათედრო ტაძარი, ეს ჩვენი სიძლიერის სიმბოლოა,  კუთხეში კი ჩემი პორტრეტი თვალსაჩინოებისთვის. ეს არ არის ახირება, უბრალოდ დიდი სურვილია და  ოცნება, ბოლნისელებს ჩემგან დარჩეთ სახსოვრად.

მადლობა უფალო ყოველი დღისათვის,

იმედით მევსება გული და გონება,

 ლოცვაში შემოგთხოვ ოჯახის სიკეთეს,

 არ მინდა ფული და არ მინდა ქონება.

 მინდა რომ განზრახვა არ მქონდეს ბოროტი,

ყველას ვეფერო და არავინ ვატირო,

სუსტი არ დავჩაგრო, გლახაკს არ დავცინო,

 ჩემი საქციელით გული არ ვატკინო.

 მოვლენილ განსაცდელს მინდა რომ გავუძლო,

ცოდვილმა კვლავ ცოდვა არ მინდა ვიტვირთო,

 გულით რომ ვილოცო, გონებით ვიფიქრო,

გულწრფელად ვიცინო, არასდროს ვიტირო.

შემინდე უფალო თუ რამე შევცოდე,

ცოდვილიც ვბედავ და სათხოვარს გიგზავნი,

 როდესაც დაცემულს აღარ მაქვს იმედი,

ზეციდან საშველად ანგელოზს მიგზავნი.

როდესაც ზეცაში სამსჯავროს წარვსდგები,

ვეცდები უფალთან პირველი შევიდე,

მუხლმოდრეკილი ჩურჩულით გავუმხელ,

ცოდვილი მოვედი, უფალო შემინდე.

-მადლობა ლევან საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს და ოცნების ასრულებას გისურვებთ.

მაგდა დევნოზაშვილი

ბოლნისის ახალ კარტოფილს მალე ადგილწარმოებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დასახელება მიენიჭება

0

ბოლნისის  მუნიციპალიტეტის სოფლებში საადრეო კარტოფილის  აღება მალე დასრულდება, ფერმერებს სეზონურად 80 000 ტონამდე კარტოფილი მოჰყავთ, როგორც სოფელ რაჭისუბნის თემში მცხოვრები  ზაზა რეხვიაშვილი გვიყვება  მოსავალს არ უჩივის თუმცა უჭირს მოწეული პროდუქციის რეალიზება. ის წლებია კარტოფილის წარმოებითაა დაკავებული,ბოსტნეული კულტურა სოფელ სამტრედოში    წელს თექვსმეტ ჰექტარ მიწის ფართობზე ეთესა. ფერმერის აღნიშვნით კარტოფილის მოყვანა საკმაოდ ძვირი ჯდება, მან სახელმწიფოსგან შეღავათიანი აგრო კრედიტით ისარგებლა.

  ბოლნისში წარმოებულ ახალ კარტოფილზე ცნობადობა და გასაღების არეალი მალე საგრძნობლად გაიზრდება ,რადგან პროდუქციას ადგილწარმოებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დასახელება მიენიჭება. კარტოფილის მოსავლის აღებას ბოლნისის აგროცენტრის ხელმძღვანელი  და ,,გაერთიანება ღვინო ბოლნისის’’ დამფუძნებელი დაესწრო, ფერმერებს მათ იფორმაცია მიაწოდეს იმ დოკუმენტის შესახებ, რომელიც უკვე მოამზადეს  და   დასამტკიცებლად საქპატენტს რამდენიმე დღეში   გადაეგზავნება.

,,ღვინო ბოლნისის’’ შემდეგ  ახალი კარტოფილი  საერთაშორისო ბაზრებს მალე აითვისებს, მანამდე კი, ფერმერებს მოსავლის მოყვანა,    საქპატენტის მიერ გაცემულ დოკუმენტში მითითებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მოუწევთ, რის შემდეგაც  ხარისხიანი პროდუქციის გაყიდვას ფერმერები, გაცილებით მაღალ ფასში შეძლებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სასმელ წყალთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

0

სასმელი წყლის სათავო ნაგებობაზე წყლის დებეტის შემცირების შედეგად, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ქალაქ ბოლნისისა და დაბა კაზრეთის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება შეცვლილი გრაფიკით შესთავაზა.აღნიშნულმა გრაფიკმა მოსახლეობის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის უპირველესი მიზანი მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილება და მათი ინტერესების გათვალისწინებაა. სწორედ ამიტომ, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“, რომელიც სასმელი წყლის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, აქტიური კომუნიკაციის შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთს დღეიდან სასმელი წყლის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში, დილასა და საღამოს აღუდგეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ძალისხმევას არ იშურებს აღმოფხვრას ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული სასმელი წყლის პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით მწვავდება ზაფხულის პერიოდში.ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, უშუალოდ მერს დავით შერაზადიშვილსა და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანს, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელობასთან, საკითხის მოგვარების მიზნით, არაერთი შეხვედრა აქვთ გამართული. კომპანიასთან სისტემატური მოლაპარაკებების შედეგად, მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიგეგმა.ამ ეტაპზე, ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების: ტანძის, იწრიისა და რატევნის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. საპროექტო სამუშაოები ივლისის თვეში დასრულდება და შემდგომ უკვე სამშენებლო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება. პროექტი ითვალისწინებს, დაზიანებული მაგისტრალური მილის რეაბილიტაციას, რკინა-ბეტონის რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ ტანძიის, იწრიისა და რატევნის მაცხოვრებლები სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებენ. ქალაქი ბოლნისი კი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

მოსახლეობის საყურადღებოდ!

0

 ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან დაკავშირებით, სასმელი წყლის სათაო ნაგებობაზე შემცირდა წყლის დებეტი, რის გამოც, ქალაქ ბოლნისის და დაბა კაზრეთის მოსახლეობა, 18 ივლისიდან, სასმელი წყლის შეცვლილი გრაფიკით ისარგებლებს, კერძოდ: ქალაქ ბოლნისის,  ე.წ. გეოლოგებისა და ანდრეევკის დასახლებას (მაგთის ოფისამდე) დღის მეორე ნახევარში, 19 საათიდან 23 საათამდე მიეწოდება წყალი, ხოლო ქალაქის დანარჩენი ნაწილი, დილის 7 დან, 11 საათამდე ისარგებლებს აღნიშნული გრაფიკით.

დაბა კაზრეთის მოსახლეობას კი დილის 7-დან 10:30 საათამდე, საღამოს 19-დან 22:30 საათამდე მოხდება წყლის მიწოდება.

გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის განცხადებით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, საყაფლანოს სათაო ნაგებობაზე, მიმდინარე კვირის ბოლოს იგეგმება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.