სამშაბათი, დეკემბერი 10, 2024
spot_img

ბოლნისის მუზეუმმა პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უმასპინძლა

,,ბოლნისის მუზეუმი, როგორც მრავალფეროვნების და ინტეგრაციის კერა“- პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუზეუმმა,   მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ეთნიკური  წარმომავლობის მოსწავლეს უმასწპინძლა ტანძიიდან, ნახიდურიდან და  ქალაქ ბოლნისიდან.  მუზეუმში, მთელი დღის განმავლობაში, გაწერილი იყო აქტივობები,  ექსპონანტების დათვალიერების შემდეგ, ბავშვებმა ინტერაქტიული დავალებები შეასრულეს, იმუშავეს თიხაზე, რესტავრაცია ჩაუტარეს კერამიკას,  აღწერეს და გაანალიზეს მთელი დღის მანძილზე მიღებული ინფორმაცია. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტი, ამერიკის საელჩოს დაფინანსებით და ხელშეწყობით,  რომლის ფარგლებშიც, არაერთი აქტივობა იგეგმება, როგორც მოსწავლებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.  საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, 70 მდე მოსწავლე ჩაერთვება აქტივობებში.

ფიქრია ნონიაშვილი, ბოლნისის მუზეუმის გიდი:

ბოლნისის მუზეუმმა, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეს უმასპინძლა. მე გავუწიე გიდობა, მქონდა საუბარი, თუ რა გვაქვს გამოფენილი, როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი ტერიტორია, რა გზა გაიარა,  მინდოდა მეჩვენებინა, თუ როგორ შეიქმნა   საზოგადოება, მიუხედავად ეთნიკურობისა და რელიგიისა, ხაზი გავუსვით რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ ისტორიის სხვადასხვა პერიოდში. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის ბოლნისის შესახებ, რატომ არის გამორჩეული დმანისი, ის რომ ღვინის სამშობლო ვართ და  ყველაფრის აკვანი შეიძლება აქ ვიპოვოთ.

დარეჯან ძოწენიძე, საქართველოს ეროვნლი მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ეს პროექტი ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ ქვემო ქართლი არის მრავალკულტურული, მრავალეთნიკური, მრავალკომფესიური, ამდენად ძალიან საინტერესო რეგიონია საქართველოსთვის.  უაღრესად  მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აქ გვქონდეს ამგვარი პროგრამები.  ისტორიის შესწავლის გზით ამ ბავშვებმა ნახეს, რომ ფაქტიურად მუზეუმში რაც არის წარმოდგენილი, ჩვენი ისტორიაა, კულტურული მემკვიდრეობაა, ხალხის კუთვნილებაა და ყველას თავისი წვლილი აქვს შეტანილი.  შეგახსენებთ,  რომ 18 მაისს არის მეზეუმების საერთაშორისო დღე, ვიზიტი უფასოა და დაგეგმილია არაერთი აქტივობა.

ელენე პაპაიანი მოსწავლე:

ძალიან სასიამოვნო დღე გავატარე ბოლნისის მუზეუმში, დავათვალიერე სხვადასხვა ისტორიული ნივთები, რომლებსაც ძველად მცხოვრები ადამიანები იყენებდნენ. აგრეთვე დავინტერესდი, დმანისის რაიონში გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთებით. მომეწონა პერსონალი, რომელიც მთელი ენთუზიაზმით გვათვალიერებინებდა და გვიხსნიდა თითოეული ნივთის მნიშვნელობას და მათ წარმოშობას. ძალიან მომეწონა ის აქტივებები, რომლებიც ღონისძიების მსვლელობისას ჩატარდა . აგრეთვე სასიამოვნო იყო თიხით სხვადასხვა ნივთების გამოძერწვა , რომელსაც განტვირთვის საშუალებად ჩავთვლიდი. ვისურვებდი, კვლავ მიმეღო მსგავს პროექტებში მონაწილეობა.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები