Erasmusi+ გაცვლით პროგრამაში, სომხეთის დედაქალაქ ერევანში კიდევ ერთმა ბოლნისელმა, დაბა კაზრეთის №2 სკოლის XI კლასელმა ნიკა აბულაძემ მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში ნიკა, 10-დან 19 აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან ერთად, ჩართული იყო საგანმანათლებლო შემეცნებით ღონისძიებებში, ფორმალური და არაფორმალური განათლების გარდა ესწრებოდა ტრენინგებსა და სემინარებს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართვას ევროპის დემოკრატიული განვითარების საქმეში ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
ნიკა აბულაძე:
-პირველ რიგში ქვეყნის გარეთ პროექტში ჩართვა საინტერესო და გამოწვევებით სავსეა. პროექტმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, რაც არის გუნდური მუშაობა, ენის ბარიერის გადალახვა, სხვადასხვა ინტერესებიდან გამომდინარე ერთ აზრზე შეჯერება და ასე შემდეგ, რაც მთავარია, აღნიშნულმა პროექტმა მომცა ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობის საშუალება.
Erasmusi+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში, რომელიც მობილობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით იძლევა.