ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა

0
310

მდგრადი ენერგეტიკის დღე ბოლნისში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. ქალაქის ნომერ პირველ საბავშვო ბაღში, შენობაზე გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია Let’s do it- Georgia-ს მიერ მოხატული კედელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოადგილესთან ლონგინოზ გასანოვთან და ეკონომიკის სამსახურის უფროსთან გიზო კორტავასთან ერთად გახსნა. დავით შერაზადიშვილი აღსაზრდელებს დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და საჩუქრად ტკბილეული გადასცა. ღონისძიების ფარგლებში ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა, სიმბოლურად გარემოსდაცვით თემატიკაზე სპექტაკლი წარმოადგინა. მხატვარმა ანა წამალაშვილმა კი პატარებს სახე მოუხატა, ეკოლოგიისა და მდგრადი ენერგეტიკის თემაზე მოიხატა ასევე ასფალტი. მრავალფეროვანი აქტივობები გამწვანების აქციით დასრულდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საჯარო სკოლების ეკო კლუბის წევრებთან ერთად კედარის ჯიშის ხეები დარგო. ენერგეტიკის დღეების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

წინა სტატიასაინფორმაციო შეხვედრა №23 საოლქო-საარჩევნო კომისიაში
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალური თეატრი და ლიეტუვის, როკიშკის სახალხო თეატრი, წარმოგიდგენთ