დაბა კაზრეთში წინასაახალწლოდ გრანდიოზული ღონისძიება მოეწყო. დაბის ცენტრში მთავარი ნაძვის ხის წინ საზეიმო აქტივობები 3 საათიდან დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, სადაც კაზრეთის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი წრეების ნამუშევრები იყო გამოტანილი.
საახალწლო ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი გალაკონცერტმა შესძინა, სადაც კაზრეთელების საზეიმო განწყობაზე თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის მომღერლებმა იამზე ურუმაშვილმა და ტენორმა არმაზ დარაშვილმა იზრუნეს.
საახალწლო ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, კომპანია არემჯის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ლიპარტია და წარმოების დირექტორი კობა მენაბდიშვილი ესწრებოდა, მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ კომპოზიტორი კახა ცაბაძე და დეკანოზი ბასილ ახვლედიანი.
ღონისძიება დაბა კაზრეთში მთავარი ნაძვის ხის ანთებით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
საზეიმო ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და კომპანია არემჯის მხარდაჭერით გაიმართა.